ბრიტანელი ბებიის საიდუმლო, რომელიც 91 წლის ასაკში იდეალურ ფორმაშია

ბრიტანელი ბებიის საიდუმლო, რომელიც 91 წლის ასაკში იდეალურ ფორმაშია
30 წლის ქალი ვარ, მაგრამ უკვე მთლიანი საცურაო კოსტუმის შეძენაზე ვფიქრობ. ზოგი იტყვის, რომ ასაკი არაფერ შუაშია, მაგრამ არ ვეთანხმები. 30 წლამდე თავის მოვლა უფრო მარტივი იყო, თან სხეული დიდ ყურადღებას არ ითხოვდა. ახლა ყველაფრით უკმაყოფილო ვარ: ხან კანი ჩამოწელილია, ხან ცელულიტი მაწუხებს. ვშიშობ, რომ 40 წლისას დაკუჭულ გარგარის ჩირს დავემსგავსები. 90 წლისას იდეალური ფორმა არ მელოდება. ასეთ საპატიო ასაკში იდეალური გარეგნობა არა მხოლოდ სწორ კვებასა და ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებზე, არამედ ცხოვრების აღქმაზეა დამოკიდებული. 91 წლის ბრიტანელი ჯოან რიჩმონდ ვუდჰაუსი 8 შვილის დედა და 18 შვილიშვილის ბებიაა. დარწმუნებულია, რომ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თავს გრძნობს. ვეთანხმები!

რატომ არ აქვს ყველას იდეალური ფორმები 90 წლის ასაკში – როცა ჯოანა ახალ ნაცნობებს თავის ასაკს ეუბნება, არ უჯერებენ. ამ ფაქტთან შეგუების შემდეგ სახელით თამამად მიმართავენ და ბარში პატიჟებენ. ჯოანას თქმით, ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა: „91 წლის ქალივით არ გამოვიყურები, არ ვსაუბრობ და არ ვიქცევი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე 91 წლისას. უბრალოდ ისე ვაკეთებ, როგორც 21 წლის ასაკში. სწორედ ამიტომ, სანაპიროზე მთლიან საცურაო კოსტიუმს არ ვიცვამ, არამედ ბიკინს. რატომაც არა?“ – ამბობს ქალი.

2002 წელს ჯოანი თავის აწ უკვე გარდაცვლილ ქმართან ერთად ესპანეთიდან მშობლიურ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადავიდა. ახლა დიდებული ბებია კოსტა–კალიდაში 84 წლის ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს და აქტიური ცხოვრების წესი აქვს. პრესის და გარემოცვის ეჭვების მიუხედავად ირწმუნება, რომ დიეტაზე არასდროს ყოფილა. უბრალოდ ცდილობდა, რომ ზედმეტი არ მოემატა.

რიჩმონდ ვუდჰაუსს დღემდე უყვარს ინგლისური სამზარეულო, პერიოდულად ნოყიერი ხორციანი პეროგით, ლუდით და წასახემსებლით თავს ინებივრებს. ბევრ კოსმეტიკურ პროცედურას არ იტარებს. იფიცება, რომ პლასტიკური ქირურგიის მომსახურებით არ უსარგებლია. უფრო მეტიც, მთელი ცხოვრება იყენებს მხოლოდ ერთსა და იმავე კრემს, რომელსაც სუპერმარკეტში ყიდულობს.

„ასაკი მხოლოდ რიცხვია, ახალგაზრდობას პოზიტიური დამოკიდებულებით ვინარჩუნებ. ვცდილობ, ის მივირთვა, რაც მსურს და ეს მუშაობს“.