სექტემბრის სავსემთვარეობა დანაშაულისა და გამოსყიდვის ღერძს გააქტიურებს

სექტემბრის სავსემთვარეობა დანაშაულისა და გამოსყიდვის ღერძს გააქტიურებს
ძალიან მალე გველოდება სავსემთვარეობა და თანაც ის მეტად საინტერესო იქნება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 2022 წლის 10 სექტემბერს მოხდება. ამ მოვლენის შესახებ არის საუბარი პაპარაცი-ს რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

სავსემთვარეობა - ეს ყოველთვის არის დაპირისპირება, ოპოზიცია, კონფლიქტი მნათობებს მზესა და მთვარეს შორის, ამიტომ ასეთ პერიოდში ჩვენ უთანხმოებაში ვართ საკუთარ თავთან ან გარესამყაროსთან, ვკარგავთ ჰარმონიულ მდგომარეობას, ბალანსს, ხდება ბრძოლა გრძნობებსა და გონებას შორის, რაც სწრაფად მოქანავე საქანელებს მოგვაგონებს, ხან ემოციების ზღვაში ვიძირებით, ხანაც ცივი გონებით ვაზროვნებთ, ოქროს შუალედი არ არსებობს. თუმცა, შეგნებულ ადამიანებს, რომლებიც უსმენენ საკუთარ თავს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი იმპულსების გაკონტროლება, პრინციპში, საკმაოდ კარგად კარგად გადააქვთ ეს მომენტი. ერთადერთი არის ის, რომ მათდა უნებურად შეიძლება მოხვდნენ რაიმე მოვლენებში, რომლებიც სხვა ადამიანების მიერ არის პროვოცირებული. მაგრამ, აქაც არსებობს წყლიდან მშრალად გამოსვლის შანსი, ამისთვის საკმარისია პირადად არ ჩაერთოთ ამ ქაოსში.

არ დაივიწყოთ ნებისმიერი სავსემთვარეობის უცვლელი წესი - ამ დღეს აშკარავდება ყველაფერი, რასაც წარმოადგენს თითოეული ადამიანი. დააკვირდით 10 სექტემბერს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, დამიჯერეთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ. მთავარია, ამ ინფორმაციის საფუძველზე სწორი დასკვნები გამოიტანოთ.



რადგან სავსემთვარეობა - ყოველთვის დაპირისპირებაა, ესე იგი მნათობები ამ მომენტში საპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებში იმყოფებიან. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მზე იქნება გონიერების ნიშანში - ქალწულში, მთვარე კი გრძნობების ნიშანში - თევზებში. ეს არა მხოლოდ სპეციფიკური დაპირისპირებაა ცნობიერებასა და ქვეცნობიერს, გონიერებასა და ემოციებს შორის, არამედ არის ღერძიც, რომელსაც ასტროლოგიაში “დანაშაული და გამოსყიდვა” ან კიდევ უფრო უარესი “ცოდვა და სიწმინდე” ეწოდება. ასე რომ, ეს სავსემთვარეობის პერიოდი (სავსემთვარეობიდან სამი დღით ადრე და სამი დღის შემდეგ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული.

ვნებების ბუნტი, გრძნობების ქაოსი, ეჭვები, შფოთვა, ძლიერი განცდები, წარსული წყენა, დაუმუშავებელი კომპლექსები - ყველაფერი შეიძლება ამოვიდეს ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმიდან და გავლენა მოახდინოს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობაზე, გვიბიძგოს მიუღებელი ან არასწორი ქმედებებისკენ. ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან რთული იქნება. საქმე ისაა, რომ თევზებში მთვარე ძალიან ძლიერია, მზე კი ქალწულში, ღამის მნათობთან შედარებით, საკმაოდ სუსტია და ამ ნიშნის მმართველმა მერკურიმ კი სწორედ დღეს გადაწყვიტა საკუთარი გავლენის შემცირება და რეტროგრადულ მდგომარეობაში გადასვლა.

მაგრამ, ჩვენ ხომ ყველა შეგნებული ადამიანები ვართ, სულიერი განვითარების მაღალი დონით და განვითარებული ფსიქოლოგიური უნარებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა, რომ ამის მჯეროდეს ). ამიტომ, ჩვენთვის ეს მხოლოდ გაფრთხილებაა ტურბულენტობის პერიოდის შესახებ, როდესაც თავი უნდა ავარიდოთ ნეგატივის ყოველგვარ გამოვლინებას, ტოქსიკურ და, მით უმეტეს, საშიშ ადამიანებს. და კიდევ, ეს საკუთარ თავსა და თქვენს გარემოცვაზე დაკვირვების შესანიშნავი მიზეზია, ხომ გესმით, რომ მსგავსი მსგავს იზიდავს და ამიტომ, ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხი ჩვენი სარკეებია. ყურადღებით უნდა ვიყოთ სავსემთვარეობის პერიოდის მოვლენების მიმართაც, რადგან აქ მოქმედებს წესი - რასაც ვასხივებ, იმას ვიღებ. რაღაც ამდაგვარად!



რაც შეეხება დანაშაულისა და გამოსყიდვის ღერძს, არავინ ვართ უცოდველი, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში, ცხოვრებისეულმა გარემოებებმა შეიძლება გაგვააზრებინოს რაღაც საკუთარ თავში ან წარსულში, გვაიძულოს სხვაგვარად შევხედოთ ზოგიერთი ადრინდელ სიტუაციას, საკუთარ ქცევას, აზრებს, გრძნობებს, რომლებიც სხვა ადამიანის საქციელმა გაგვიჩინა. ამ სავსემთვარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფიქრები, რაც გამოიწვევს ჩვენი ცნობიერების განათებას და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების შეცნობას. ეს არის შესანიშნავი მომენტი, რომ თავი დავანებოთ წარსულის წყენას და დანაშაულის გრძნობას, რომელიც შიგნიდან გვღრღნის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თქვენ იცით, რომ ეს არის ყველაზე დამანგრეველი, დესტრუქციული ემოციები, ისინი ყოველთვის დაუყოვნებლივ უნდა გადამუშავდეს, თქვენი ფსიქიკის სიღრმეში დამალვის გარეშე.

სავსემთვარეობის ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ადრე მიცემულ სიტყვებსა და დაპირებებზე, ნუ გამოიჩენთ უპასუხისმგებლობას. შესაძლოა ვინმეს მოუწიოს არარეალური შემგუებლობის გამოვლენა, სიტუაციის ან პიროვნების მიღება, ეს ბედის მნიშვნელოვან გაკვეთილად, ერთგვარ კარმულ მომენტად აღიქვით.

შედეგად, ჩვენ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ და გავიწმინდოთ ჩვენს სულში დაგროვილი სხვადასხვა ნაგვისგან, მივაღწიოთ განათლებისა და განვითარების ახალ დონეს, შევიძინოთ ახალი, უფრო მნიშვნელოვანი პრინციპები, ღირებულებები და იდეალები. ვიღაც, ალბათ, კვლავ დაუბრუნდება რწმენას, თუ ადრე დაკარგა იგი.

წარმატებულ სავსემთვარეობას გისურვებთ ყველას!