"კარიერული გარღვევის" სავსემთვარეობა თხის რქაში. პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

"კარიერული გარღვევის" სავსემთვარეობა თხის რქაში. პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ძლიერი ასტროლოგიური ასპექტი, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური, სოციალური და კარიერული მიზნების მიღწევაში. fpaparazzi-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ასტროლოგი განმარტავს, თუ სამყაროს რომელი საჩუქრები არ უნდა გამოვტოვოთ!

წლის განმავლობაში არის იშვიათი თარიღები, როდესაც იქმნება სპეციალური ასტროლოგიური ასპექტები, რომლებიც ფინანსური და კარიერული გარღვევების სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ, 13 ივლისის სავსემთვარეობა თხის რქაში - არის ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი თარიღი, როდესაც ბევრი ადამიანი შეძლებს წარმატებით გადაჭრას დიდი ხნის საქმეები და ნახოს რეალური ფინანსური, სოციალური თუ კარიერული გარღვევა საკუთარ ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვინც დაიღალა წლის ემოციური რყევებითა და ნერვიულობით: 13 ივლისიდან 2 კვირის მანძილზე იქნება დღეები, როდესაც ენერგია მაქსიმალურად რაციონალური იქნება.

სავსემთვარეობა ყოველთვის ნათლად წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ სფეროს, როდესაც შედეგების შეჯამება და "ნაყოფების" შეგროვება ხდება. ეს ყოველთვის არის კულმინაცია, გარკვეული რამ, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენებთან. სამყარო თითქოს გველაპარაკება სიტუაციებით, დიალოგებით სხვა ადამიანებთან და შინაგანი მონოლოგებით.


13 ივლისს და სავსემთვარეობის ორი კვირის მანძილზე (27 ივლისამდე) ყველას შეეძლება ნახოს სიტუაციის ნაყოფი, რომელიც დაიწყო 2022 წლის 2 იანვარს, როდესაც ახალმთვარეობა იყო თხის რქაში.

გაიხსენეთ, რა შემოუშვით მაშინ თქვენს ცხოვრებაში, დაიწყეთ ახალი ფურცლიდან. სავარაუდოა, რომ თქვენ ჩაყარეთ ძლიერი საფუძველი თქვენს კარიერაში, პროფესიაში, ცხოვრების წესში ან პირად სოციალურ სტატუსში. თხის რქის ნიშანი პასუხისმგებელია აღმავალ მოძრაობაზე, ამიტომ 13 ივლისს ცხადი გახდება, რამდენად სწორად დახარჯეთ ენერგია, დრო და რესურსები თქვენი მიღწევებისათვის.

პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის



ვერძი

სავსემთვარეობა გაჩვენებთ კარიერასთან დაკავშირებულ შედეგს. თქვენ მიიღებთ პასუხს დამსაქმებლისგან ან ფინანსურ მხარდაჭერას მსხვილი ინსტანციიდან, ან ავტორიტეტული ადამიანისაგან. ასევე სავარაუდოა დაწინაურება.

კურო

სავსემთვარეობა ხაზს გაუსვამს თქვენს საერთაშორისო პროექტებს და კავშირებს დიდ კომპანიებთან. შესაძლებელია საზღვარგარეთ გამგზავრება, სწავლის დასრულება, მნიშვნელოვანი უცხოური დოკუმენტის მიღება.

ტყუპები

სავსემთვარეობა გაჩვენებთ დიდ ფინანსურ შედეგს: მიიღებთ მემკვიდრეობას, დახურავთ იპოთეკას/სესხს ან გადაწყვეტთ დიდი სესხის აღებას. ასევე დაინახავთ საკუთარ კრიზისს და შიშს, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. პოზიტივში: თქვენ, პირიქით, შეძლებთ დაემშვიდობოთ თქვენს კომპლექსს.

კირჩხიბი

დადებთ შრომით ხელშეკრულებას ან ღონისძიება დაკავშირებული იქნება თქვენს მეუღლესთან/პარტნიორთან. მაგალითად, ის დაწინაურდება ან გადაწყვეტს კარიერულ ცვლილებებს. ასევე სავარაუდოა ქორწინება ან განქორწინების პროცესის დაწყება.

ლომი

სავსემთვარეობა ჯანმრთელობის დიაგნოზს მოგიტანთ (ძვლები, კბილები, ორგანიზმში კალციუმი შეიძლება იყოს არც ისე კარგ მდგომარეობაში). ან სამსახურში იქნება მნიშვნელოვანი სიტუაცია: დაწინაურება, გუნდის შეცვლა. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ შეძლებთ გამოჯანმრთელებას.

ქალწული

სავსემთვარეობა მოგიტანთ გარღვევას ბავშვების საკითხებში (ორსულობა, ბავშვის წარმატება), ან თქვენი პირადი პროექტი მიიღებს ძლიერი წინსვლის ბუსტერს. თქვენ ასევე დაინახავთ, თუ როგორ მოქმედებს საკუთარი თავის სიყვარული ბედნიერებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია იყოთ ის, ვინც ხართ. სავსებით შესაძლებელია მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ჰობისთან დაკავშირებით.

სასწორი

საქმე შეეხება თქვენს ქონებას: საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის, რემონტის დაწყების, სახლის გაყიდვის ან ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. სავარაუდოა, რომ მოვლენა დაკავშირებული იქნება კარდინალურ სიტუაციასთან ოჯახურ წრეში: მშობლებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ შეგატყობინონ.

მორიელი

სავსემთვარეობა მოგიტანთ ახალ დოკუმენტს, ბილეთების შეძენას ან მნიშვნელოვანი მოგზაურობის გადაწყვეტილებას. ნათესავების ჩამოსვლა ან მნიშვნელოვანი მოვლენა ერთ-ერთ ახლობლისთვის (ძმა, და, ბიძა, დეიდა). ასევე შესაძლებელია მართვის მოწმობის აღება ან მანქანის შეძენა. გარდა ამისა, თქვენს ცხოვრებაში ხდება გამომშვიდობება ჩვეულ მარშრუტთან.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობა შეეხება თქვენს ფინანსებს: ნახავთ, რა ხდება ფულთან დაკავშირებით, სად უნდა ჩაიდოთ ის, ან მიიღებთ გადაწყვეტილებას ხელფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დიაგნოზი, ამიტომ დიეტაზე ყოფნა მოგიწევთ.

თხის რქა

თქვენს ნიშანში სავსემთვარეობა წარმატებას მოგიტანთ და ეს დაკავშირებული იქნება ძლიერ ფინანსურ ან კარიერულ/სტატუსურ გარღვევასთან. სავარაუდოა, რომ სექტემბრისთვის თქვენ უკვე ზუსტად შეძლებთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას. ასევე, შესაძლებელია ფულადი საჩუქრის მიღებაც.

მერწყული


სავსემთვარეობა მოგიტანთ იმის გაგებას, რომ დროა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი რაც გიშლით. მოვლენა მოხდება ყველაზე ფარულ სექტორში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეცნობიერზე: თქვენ ნათლად დაინახავთ, რომ არსებობს გარკვეული შიშები, რომლებიც შეიძლება ხელს გიშლიდეთ. ასევე, შესაძლოა გადაწყვეტილების მიღება ემიგრაციასთან ან ხანგრძლივ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

თევზები

სავსემთვარეობა მკვეთრად გამოაჩენს თქვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან: სწორედ მეგობრულ წრეში დაინახავთ, რამდენად დაფასებული ხართ და რის შეცვლის დროა თქვენს გარემოცვაში. შესაძლოა, საზღვარგარეთ გამგზავრების გადაწყვეტილებაც მიიღოთ. თქვენ ასევე ნათლად დაინახავთ პირად ამბიციებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება რაიმე სახის უნარების შეძენის/შესწავლის სურვილთან, რათა იპოვოთ თქვენი წრე.