ლენორმანის კარტის გაშლა. როგორი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში

ლენორმანის კარტის გაშლა. როგორი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში
მოგესალმებით! დღეს პაპარაცი-ს რედაქციამ მოგიმზადათ სტატია - ლენორმანის კარტის გაშლა, თემაზე: როგორი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში.

მოემზადეთ ლენორმანის კარტის გასაშლელად - მოდუნდით, კომფორტულად მოეწყვეთ, გაათავისუფლეთ თქვენი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან, იფიქრეთ საკუთარ თავზე და მიმდინარე სიტუაციაზე. ამოირჩიეთ კარტი, ქალის გამოსახულება, რომელიც ყველაზე მეტად გგავთ თქვენ. დავიწყოთ:



დავიწყოთ პირველი ვარიანტით (ქალი მარცხნივ)

დასაწყისისთვის, ვნახოთ თქვენი დახასიათება, როგორ ენერგიებში იმყოფებით და რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში?



თქვენ ხართ მშვიდი ქალი, ძალიან მომთმენი, ერთგული და გულწრფელი. ელეგანტური, მოვლილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე. ჰარმონიისკენ ისწრაფვით, ამიტომ ხშირად მოქმედებთ როგორც არბიტრი ან დამოუკიდებელი მშვიდობისმყოფელი.

ამ მომენტში თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებია კარს მომდგარი, ხდება შინაგანი ტრანსფორმაცია, ცხოვრების ერთი ეტაპი მთავრდება და მეორე იწყება. რაღაცამ ან ვიღაცამ საბოლოოდ და შეუქცევადად უნდა დატოვოს თქვენი ცხოვრება. ცხოვრების გარკვეული ეტაპი დამუშავებულია და უნდა დასრულდეს - ის მეტს ვერაფერს შემატებს თქვენს ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს რაღაც კარდინალური: პროფესია, ურთიერთობა, სამუშაო ადგილი ან საცხოვრებელი ადგილი. ან შესაძლოა იყოს მცირე ყოველდღიური საკითხები - ჰობისა და ინტერესების შეცვლა.

ამ სიტუაციაში ადამიანი ყოველთვის რაღაცას კარგავს, რაღაცას ემშვიდობება, აჩერებს ურთიერთქმედებას. ძველი ღირებულებები და დამოკიდებულებები, შაბლონები კარგავს აუცილებლობას თქვენი შემდგომი არსებობისთვის, უფრო მეტიც, ხელს გიშლით ზრდასა და წინსვლაში. ისინი უნდა მოიშოროთ, რათა შანსი მიეცეს ახალ ცხოვრებას.

თქვენ თავად უნდა მიიღოთ არსებული სიტუაცია, აღიაროთ თქვენი შესაძლო შეცდომები და გაუშვათ.

გაქვთ ცვლილებების ძლიერი სურვილი, გსურთ თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, თქვენი ჰორიზონტების გაფართოვება და უფრო მაღალ დონეზე ასვლა.

შესაძლოა ვინმეს შვილის გაჩენა სურს.

ეს არის ძველის განახლება, რაღაც ახლის მოსვლა და პროცესით გატაცება. შესაძლოა, ეს არის ახალი რენტაბელური პროექტი, კომერციული ბიზნესის დასაწყისი ან უბრალოდ პატარა მოგზაურობა.

უახლოეს მომავალში მოგიწევთ მოვლენების ნაკადის გავლა, ხშირად ცდებისა და შეცდომების მეშვეობით. შეიძლება გქონდეთ მიზნები და მიმართულებები, რომელთა მიღწევაც გსურთ, მაგრამ მათი მიღწევა შეიძლება იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ.

მოემზადეთ რამდენიმე გადახვევისთვის და ჩიხისთვის. ბედი გაიძულებთ გაიმეოროთ თქვენი ნაბიჯები ან სხვა მარშრუტით წახვიდეთ. თუმცა, ამ გზას მარტო არ გადიხართ, სხვა ადამიანებიც იგივე პრობლემების წინაშე დგანან და დაგეხმარებიან გამოსავლის პოვნაში.

თქვენს ცხოვრებაში შემოვა შანსის ელემენტი, შემთხვევითობა ან შესაძლებლობა - ლაბირინთიდან ან ჩიხიდან გამოსვლისა. სიტუაცია შეიძლება 180°-ით შეიცვალოს და თქვენ იპოვოთ სწორ გადაწყვეტილება და სტრატეგია. თქვენ ყველა შესაძლებლობა გაქვთ თქვენი პრობლემის გადასაჭრელად. საკითხავი მხოლოდ ის არის, მზად ხართ თუ არა აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ბედზე და გამოიყენოთ ის გასაღებები, რომლებიც მოგეცემათ.

მაშ, როგორი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში?



დასაწყისისთვის, გადავხედოთ მის დახასიათებას - რა ენერგიებშია ის და რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში?

მამაკაცის პიროვნება - ის გულწრფელი, კეთილსინდისიერი ადამიანია, ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ახდენს, იცის როგორ მოერგოს ნებისმიერ კომპანიას, ძალიან სიმპათიურია. იღბლიანი და ოპტიმისტი. ურთიერთობაში მეგობრულია. მან იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაციები, დაამყაროს ახალი კავშირები. ყოველთვის ეძებს გამოსავალს სიტუაციიდან და არ ნებდება. თუმცა, შეიძლება იყოს ძალიან მორცხვი და ემოციური, ძალიან მგრძნობიარე.

მამაკაცი ახლა გზაშია, შესაძლოა საზღვარგარეთ არის ან მივლინებაში. მისი ფიქრები დაკავებულია გრძელვადიანი პერსპექტივებით, ახალი გეგმებით, პროექტებით. მას სურს ზრდა და განვითარება. ის არის მიზანდასახული, მამაცი, აქტიური და მზად არის სიტუაციის გაკონტროლებისათვის. ის ახლა საკუთარ წესებს კარნახობს და წარმატების ყველა შანსი აქვს. ახლა ან ხელსაყრელ დროს ელოდება, ან ფიქრობს, რომ მოქმედების დრო უკვე დადგა. მას ძლიერი და სტაბილური პოზიცია უკავია.

ის ბევრს ურთიერთობს სხვა ადამიანებთან, აქცენტს უმრავლესობის აზრსა და ინტერესებზე აკეთებს. ან თვითონ აძლევს ადამიანებს სწორ მიმართულებას, ან თავად ეძებს თავისთვის სწორ სტრატეგიას. ამ მიზეზით, ის იღებს უამრავ წერილს, შეტყობინებებს და SMS-ებს. გარდა ამისა, ის დიდ დროს ატარებს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში.

სად შეიძლება შეხვდეთ ერთმანეთს?



მისი გაცნობა შეგიძლიათ გასეირნების დროს, ან პირიქით, ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას - დახურულ ღონისძიებაზე ან დახურულ კლუბში. არსებობს შანსი, რომ გაეცნოთ მას მიმოწერით, მესენჯერით ან სოციალურ ქსელებში.

გადავიდეთ მეორე ვარიანტზე (ქალი მარჯვნივ)

დასაწყისისთვის, ვნახოთ თქვენი დახასიათება - რა ენერგიებში ხართ და რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში?



გულთბილი ადამიანი ხართ, ბევრს აკეთებთ სხვებისთვის, უფრო მეტს გასცემთ, ვიდრე სანაცვლოდ ღებულობთ. ხართ ძალიან ყურადღებიანი, მომთმენი, მზრუნველი და გაგებული. თქვენ ხართ ღია და გულწრფელი ადამიანი, ნაზი და მოსიყვარულე. პარტნიორისთვის მთლიანად იხსნებით. ერთგული ხართ, მაგრამ შეიძლება იყოთ ზედმეტად გულუბრყვილო, ხშირად მოტყუებული სიყვარულში.

ახლა თქვენ ფიქრობთ ახალი ამბების მიღებაზე ვინმე მამაკაცზე ან ვინმე მამაკაცისგან, რომელიც თქვენთან ნათესაური კავშირით არი დაკავშირებული - ქმრის, მამის ან დაქორწინებული მამაკაცის შესახებ. ეს ინფორმაცია თქვენს თავში ტრიალებს და მოსვენებას არ გაძლევთ.

თქვენს ცხოვრებაში ახლა არის მუდმივობისა და სტაბილურობის ენერგია, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვლება. თქვენი ოცნებები შეიძლება ახდეს, მაგრამ თქვენ არა მხოლოდ უნდა გინდოდეთ, არამედ უნდა იმოქმედოთ. მაშინ სამყარო თავად დაგეხმარებათ ჩანაფიქრის რეალობად გადაქცევაში. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ბევრი კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ზარები, საუბრები. საერთო ენას იპოვით ადამიანებთან, მოერგებით ახალ წესებს. აქტიური კომუნიკაცია გექნებათ ადამიანთა საზოგადოებასთან, რომლებსაც რაღაც საერთო აერთიანებთ.

როგორი მამაკაცი მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში?



მამაკაცის პიროვნება - ის ენერგიით სავსეა, მეგობრული, მაგრამ რკინის ხასიათით. ადვილად არ ენდობა, დიდხანს ფიქრობს, მაგრამ თუ რამეს აკეთებს, მაშინ ძალიან საფუძვლიანად. მისი გამორჩეული თვისებაა კეთილშობილება და დიდსულოვნება, ასევე მიდრეკილება სამეფო ჟესტებისადმი. აზროვნება ანალიტიკური აქვს, შეიძლება იყოს გარეგნულად ცივი და ლაკონური, მაგრამ სულში კეთილი, პატიოსანი და გულიანი. მაგრამ, ამავე დროს, მან იცის როგორ დაიცვას საკუთარ თავი და ისინი, ვისზეც პასუხისმგებელია. ასეთი ადამიანი, სავარაუდოდ, ტანად დიდია და ზედმეტად განვითარებული სხეულის ზედა ნაწილით.

ახლა მას ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს, სავარაუდოდ, ეს ეხება მის მეგობარს, იმ ადამიანს, რომელსაც მისი იმედი ჰქონდა, ან ვისზეც თავად იყო დამოკიდებული. მის ცხოვრებაში არის ერთგვარი გაურკვევლობა, მოსალოდნელი პრობლემების წინათგრძნობა. მას რაღაცას უმალავენ, სიტუაცია არასტაბილურია. შესაძლოა, მას აქვს პრობლემები სამსახურში, ქაოსი, მოუწესრიგებელი სიტუაცია. ამჟამინდელი ვითარება მართლაც არ არის კარგი.

ყველა მისი აზრი ახლა მიმართულია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სიმართლის გაგებაზე, გარკვევასა და სტაბილიზაციაზე. მას წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების იმედი აქვს ძველი კავშირების გაწყვეტის ხარჯზე. ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად ადამიანზე, მის უნარზე იმოქმედოს სწრაფად და გადამწყვეტად. მას სურს მოიგოს ეს თამაში, გაანადგუროს და მოიშოროს ყველაფერი ძველი და არასაჭირო მის ცხოვრებაში.

ის ნამდვილად მიაღწევს წარმატებას, რადგან მას ელოდება ახალი მომგებიანი კონტრაქტები, ახალი კავშირები, ერთობლივი საწარმოები და წარმატებული პარტნიორობა. ეს ყველაფერი მას მოუტანს ცვლილებებს უკეთესობისაკენ, მატერიალური სიმდიდრისა და ფინანსური კეთილდღეობისკენ.

სად შეიძლება შეხვდეთ მას?



ორივესთვის სრულიად მოულოდნელად ერთმანეთს გაიცნობთ თქვენი კავშირების, კონტაქტების, ნაცნობების მეშვებით. გექნებათ ბევრი მიმოწერა და საინტერესო თემებზე საუბრები. პრაქტიკაში, ეს იქნება ვებსაიტები, მესენჯერები, სოციალური ქსელები, ინტერნეტი.

გაიცანით, აირჩიეთ, შეიყვარეთ - შემდეგ კი, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რა აქვთ მამაკაცებს ფიქრებში, რა გრძნობებს განიცდიან და როგორ ქმედებებს უნდა ველოდოთ მათგან.