ტაროს გაშლა - ახალი მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში.ნანატრი მკითხაობა უამრავი გოგონასა და ქალისათვის

ტაროს გაშლა - ახალი მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში.ნანატრი მკითხაობა უამრავი გოგონასა და ქალისათვის
მოგესალმებით! დღეს fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას თემაზე: ტაროს გაშლა - ახალი მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში.

ეს არის ნანატრი მკითხაობა უამრავი გოგონასა და ქალისათვის, რომელთაც სურთ გაიგონ ვისთან ელოდებათ მომავალი ურთიერთობა, როგორი მამაკაცია ზღურბლზე. ვნახოთ მისი ინიციალები, ასაკი, ხასიათის თვისებები. შეგახსენებთ, რომ გაშლა არის ზოგადი.

ძალიან მნიშვნელოვანია მკითხაობის პრინციპების დაცვა: დახუჭეთ თვალები, მაქსიმალურად მოიშორეთ ზედმეტი ფიქრები და დასვით მკაფიო კითხვა. კონცენტრირდით ამ კითხვაზე და შეიგრძენით იგი მთელი სხეულით. ახლა კი გონებაში დასვით კითხვა, რომლის პასუხიც გაინტერესებთ და ამოირჩიეთ კარტი ან ციფრი ერთიდან სამამდე. არ იჩქაროთ, იგრძენით, რომელი კარტი ან ციფრი გიზიდავთ ყველაზე მეტად. ამოირჩიეთ და წაიკითხეთ განმარტებები.



პირველი კარტი



ეს მამაკაცი არის თქვენი სამსახურიდან, თქვენ მასთან უკვე ხართ დაკავშირებული რაღაც საქმიანობით. მამაკაცი შესაძლოა დაკავშირებულია სამხედრო საქმესთან, შესაძლოა ატარებს ფორმას ან შესაძლოა რაიმე საიდუმლო საქმიანობას ეწევა. მამაკაცი მაღალია და სპორტული აღნაგობის. მამაკაცი ამჟამად განქორწინებულია. იგი ახლა არ გეგმავს ახალ ხანგრძლივ ურთიერთობას, ცხოვრობს თავისთვის და როგორც უნდა. მაგრამ, როდესაც თქვენს შორის ურთიერთობა ჩამოყალიბდება, იგი აზრს შეიცვლის. თქვენ მას გარდაქმნით. მამაკაცი თქვენზე უფროსია 3 - 5 წლით. ზოდიაქოს ნიშანია ჰაერი (ტყუპები, სასწორი, მერწყული). ურთიერთობა არ იქნება ჩქარი, ყველაფერი მოხდება ნელა და ეს იქნება სამსახურეობრივი რომანი! ინიციალები გამოვიდა დ და ა, ციფრები კი 8, 4. ეს შეიძლება იყოს სახელი და მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისი მანქანის ნომერი ან ტელეფონის ნომრის ციფრები.

მეორე კარტი



მამაკაცი ძალიან სერიოზულია, თქვენ მას ჯერ არ იცნობთ, იგი მოდის თქვენს ცხოვრებაში. მაშინვე თქვენზე გადმოერთვება, დაიწყებს ყურადღების გამოხატვას და გეგმების დაწყობას. მამაკაცს დიდი სურვილი აქვს ააწყოს ქალთან ურთიერთობა, აჩუქოს მას ზრუნვა და სიყვარული. მას ძალიან მოეწონება თქვენი თვისებები, ხასიათი, იგი თითქოს მაშინვე მიხვდება, რომ ,,ეს ის ქალია!” და თქვენს შორის შედგება ურთიერთობა, ძალიან ახლო ურთიერთობა. აქ გარეგნობა არ ჩანს, ჩანს სურვილების ახდება. ეს კი, მე როგორც მესმის არის ის, რომ როგორი ტიპაჟიც მოგწონთ თქვენ, ისეთი ტიპაჟი იქნება. შესაძლოა იგი ვინმეს გახსენებდეთ (მსახიობს ან ნათესავს). ასაკში სხვაობა არ გექნებათ, ის იქნება თქვენი თანატოლი + - 2 წელი. ზოდიაქოს ნიშანი ცეცხლი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ან მას ექნება ხასიათის ნათელი თვისებები. ძალიან ცხელი და თავისუფალი მამაკაცია. ინიციალები გამოდის ვ და ა. ეს შეიძლება იყოს სახელი და მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისი მანქანის ნომერი ან ტელეფონის ნომრის ციფრები.

მესამე კარტი



აქ არის საბედისწერო პარტნიორი. ძალიან ბევრისთვის შესაძლოა იგი ქორწინების პარტნიორი აღმოჩნდეს. ადამიანი ამჟამად შორს იმყოფება და თქვენ ურთიერთობა გექნებათ მიმოწერით, ინტერნეტით. ბევრის შემთხვევაში, ურთიერთობა დაიწყება წელს და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. მისი სამსახური დაკავშირებულია მივლინებებთან, ჰყავს ავტომობილი და მამაკაცი ბევრს მოძრაობს ავტომობილით. მამაკაცი მატერიალურად უზრუნველყოფილია. იგი ლამაზია, ნათელი, სპორტული აღნაგობის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ასაკით ახალგაზრდაა, თქვენზე უფროსი არ არის. ან თანატოლია, ან უფრო პატარა. აქვს კარგი იუმორის გრძნობა და მსუბუქი მამაკაცია, თქვენ მასთან თავს კარგად იგრძნობთ, პირდაპირ სულიერად დაისვენებთ. ზოდიაქოს ნიშანია მიწა (კურო, ქალწული, თხის რქა) ან ადამიანი არის ძალიან მომთმენი და გონებით ხელმძღვანელობს. ინიციალებია კ და ო. ციფრები 2 და 5. ეს შეიძლება იყოს სახელი და მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისი მანქანის ნომერი ან ტელეფონის ნომრის ციფრები.
სტატიის ავტორი: ხათუნა ყაზაროვი