ფრჩხილების მოდური გაფორმების 15 ვარიანტი, მეშვიდე ვარიანტი კი ჩემი ფავორიტია
ჯერ კიდევ პატარა გოგო ვიყავი, როცა დეიდას მსგავსი, გრძელი და ლამაზი ფრჩხილების ქონაზე ვოცნებობდი. ლამაზი მანიკიურის გასაკეთებლად რა არ ვცადე - ქაღალდიდან ფრჩხილებს ვჭრიდი, ორმაგ წებოვან ლენტას ვიმაგრებდი, ყვავილების ფურცლებს ვაგროვებდი და უბრალოდ თითებზე ვიკრავდი. ლაქის ნაცვლად ფერად ფლომასტერებს და მარკერებს ვიყენებდი, ხოლო კორექტორით ხაზებს ვქმნიდი.
მახსოვს, რომ მეორე კლასში მე და ჩემმა მეგობარმა მთელი ჯიბის ფული დასაწეპებელ ფრჩხილებზე დავხარჯეთ. ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, მეგობრის დედამ ფრჩხილები შეამჩნია და მისი მოშორება გვიბრძანა.
ახლა როცა გავიზარდე, ჩემ წინ ჯადოსნური სამყარო გადაიშალა, სადაც მოხვედრას ასე ვცდილობდი. გინდა, ფერადი მაკიაჟი გაიკეთე, გინდა ფრჩხილები ყვავილების ლაქით შეიღებე და იბრწყინე! ახლა არავის აქვს უფლება, ეს შესაძლებლობა წაგართვათ!
თუმცა, ზოგჯერ ზრდასრული ქალებიც კი ფერადი და უჩვეულო მანიკურის გაკეთების სიამოვნებაზე უარს აცხადებენ. ზოგი თვლის, რომ ეს არ უხდება, ზოგი კი სხვების აზრზე ძალიან ბევრს ნერვიულობს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ქალს უფლება აქვს საკუთარი თავი ისე გამოხატოს, როგორც მოწონს, დაწყებული პირადი მოსაზრებებით და მანიკიურით დასრულებული.
მათთვის, ვინც დარწმუნებული არაა, თუ ამ ზაფხულს როგორი მანიკიური გაიკეთოს, ჩვენ რამდენიმე ტრენდული ვარიანტი შევაგროვეთ.
თუ მანიკიურზე ჩასაწერად განსაკუთრებულ მომენტს ელოდებით, ეს საათი უკვე დადგა. ეს, სწორედ ნიშანია! ხვალისთვის არ გადადოთ ის, რამაც შეიძლება დღესვე გაგახაროთ.

მოდური მანიკიურის იდეები
- უბრალოდ შესრულების სიზუსტეს დააკვირდით - თითოეული ფურცელი თითქოს ცოცხალია.
- ეს მანიკიური ნამდვილად ყველაზე მკვდარ ფრჩხილებსაც გარდაქმნის!
- მოდური საზაფხულო მანიკიურის გასაკეთებლად, რთული ხაზების შექმნა საჭირო არაა. საკმარისია ორი პასტელური ლაქი და მცირე ზომის დეკორი ტოტის სახით.
- ვინ თქვა, რომ ლამაზი მანიკიური მხოლოდ მოკლედ ფრჩხილებზე უნდა იყოს? სიგრძის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება!
- ეს ვარიანტი კი მინიმალიზმის თაყვანისმცემლებს მოეწონებათ!
- წითელ ფერში ფრჩხილების შეღებვას ყველა ვერ გაბედავს! ეს ვარიანტი ნამდვილი მეამბოხეებისთვისაა!
- ლაკონური და მშვენიერი! ალბათ, აღმოსავლეთის ლამაზმანი შეჰერიზადა ფრჩხილებს ასე იღებავდა.
- ნუთუ ფრჩხილები მხოლოდ ფოთლები და ტოტებით უნდა გააფორმოთ? - იკითხავენ სკეპტიკოსები. ამ წელს აუცილებლად - ვუპასუხებთ ჩვენ.
- შესაძლოა ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც ზებუნებრივ ძალებს გრძნობს? ასეთი ჯადოსნური მანიკიური თქვენ შეგეფერებათ.
- ნაზ ვარდისფერსა და ალუბალს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ? არჩევანის გაკეთება საჭირო არცაა.. უბრალოდ შეხედეთ, ეს ორი ფერი ერთმანეთს წარმატებით ერწყმის.
- ჯეიმს ბონდის გოგოსთვის მანიკიური შეუკვეთეთ? მიიღეთ და ხელი მოაწერეთ. მდიდრული ვარიანტი მოდიდან არასდროს გადადის.
- ამბობენ, რომ რაც უფრო საინტერესო მანიკიური აქვს ქალს, მით უფრო მარტივია ქალი და მისი ცხოვრება. ნეტა, ეს სისულელე ვინ მოიფიქრა. უბრალო გოგოს ფრჩხილების ასე ლამაზად მორთვის იდეა თავში არასდროს მოუვა.
- შავი და თეთრი ფერის კომბინაცია - მუდმივი ტრენდი.
- ვარიანტი მათთვის, ვისთვის დეტალები მნიშვნელოვანია.
- მოდურ სიას კი ნაზი პასტელური ვარიანტი ასრულებს.
თუ მანიკიურზე ჩასაწერად განსაკუთრებულ მომენტს ელოდებით, ეს საათი უკვე დადგა. ეს, სწორედ ნიშანია! ხვალისთვის არ გადადოთ ის, რამაც შეიძლება დღესვე გაგახაროთ.