ზოდიაქოს რომელი ნიშნებს ელის გამდიდრება 2017 წელს

ზოდიაქოს რომელი ნიშნებს ელის გამდიდრება 2017 წელს
ასტროლოგებმა 2017 წლის ფულადი ჰოროსკოპი შეადგინეს, სადაც ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი გამოჰყვეს, რომლებსაც გამდიდრების რეალური შენსი აქვთ.

ვერძი
ვერძების ენთუზიაზმი და სიმამაცე ცეცხლოვან მამალს მოეწონება. რისკის ადეკვატური შეფასებისას ისინი შეძლებენ ძალიან წარმატებული ფინანსური გარემოს შექმნას. წლის მეორე ნახევარი იდეალურია მათთვის საკუთარი საქმის წამოსაწყებად.

კურო
ცვლილებების ძლიერი ქარი ეცდება ბეჭებზე დასცეს კუროები, მაგრამ არაფერი გამოვა. კუროების პრაქტიკულობა აარიდებს მათ ფინანსურ პრობლემებს. დიდი შემოსავლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა, დანაკარგიც არ ელოდებათ. ზომიერი მოხვეჭა რისკებისა და ავანტიურების გარეშე - აი, კუროების მოქმედების გეგმა 2017 წელს.

ტყუპები
მომავალი წელი დატვირთული იქნება მოულოდნელი ცვლილებებით. მუდმივად მერყევი ტყუპებისთვის რთული დრო დადგება. 2017 წელი მათ დანაკარგს უქადის. თუმცა, შესაძლებელია დანაკარგის მინიმალიზება. ამისათვის, უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებს გადააბარონ.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მთავარი ეკონომიკური სტრატეგია გახლავთ ყრუ თავდაცვა. წყლის სტიქია შეერკინება ცეცხლოვან მამალს. მთელი წლის განმავლობაში მოუწევთ უფროსობისა და კონკურენტების მოგერიება, მაგრამ ეს მხოლოდ სასიკეთოდ მოხდება. იქ, სადაც სხვები დანაკარგს განიცდიან, ფრთხილი კირჩხიბი შეინარჩუნებს.

ლომი
მომავალი წელი კეთილშობილი ლომებისთვის ახალი შესაძლებლობების წელი გახდება. მაგრამ წარმატებასთან ერთად, ცეცხლოვანი მამალი მათ ბევრ წარუმატებლობასაც უმზადებს. ფინანსურმა გამარჯვებებმა რომ იმატოს, ლომებს მოუწევთ, მოთოკონ მადა და ფულის უაზროდ ფლანგვას შეეშვან.

ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენლებს პრაგმატულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარება 2017 წელს არამხოლოდ შეინარჩუნონ არამედ, მეტი ფული გამოიმუშავონ. ქალწულების უმეტესობას კარიერული ზრდა და ფინანსური წარმატება ელის. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით შეძლებენ შეცდომების არიდებას და შემოსავლის გაზრდას.

სასწორი
მომავალ წელს სასწორებს მოუწევთ ყველა შესაძლებელი შანსი გამოიყენონ კეთილდღეობისთვის. უნდა შეიცვალონ მიდგომა ფულის გამომუშავებისადმი, რათა წარმატების შედეგები მათ ნაცვლად სხვებმა არ მოიმკან. უფრო სწრაფებმა და მოხერხებულებმა.

მორიელი
მომავალ წელს მორიელების წარუმატებლობის მიზეზი მათი ხასიათი გახდება. რადგან ეგოცენტრიკული მორიელების შემოსავალი სხვა ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. ახალი ნაცნობობა და კავშირების დამყარება საგრძნობ შემოსავალში ტრანსფორმირდება. ამიტომ, მორიელებს მართებთ, უფრო ხშირად გაღიმება და თავის დახრაც.

მშვილდოსანი
გაოცება, აღტაცება, შური. აი, ასეთ ემოციებს გამოიწვევენ თავისუფლების მოყვარული მშვილდოსნები 2017 წელს. იმიტომ რომ 12 თვის განმავლობაში ფორტუნა მათი მუდმივი მეგზური იქნება. ისეთი რამეებიდან მიიღებენ შემოსავალს, სხვებს წარმოდგენაც რომ არ აქვთ. მომავალი წელი ოპტიმალურია საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებადაც.

თხის რქა
მომავალ წელს თხის რქებს მოუწევთ პრიორიტეტებში გარკვევა. შრომისმოყვარეობა დაეხმარება მათ პროფესიონალურ განვითარებაში, მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დარჩებათ. ამიტომ, მთელ წელს ოჯახსა და საქმეს შორის ბალანსის ძიებაში გაატარებენ.

მერწყული
ცეცხლოვანი მამლის წელი მერწყულებს სასიამოვნო ცვლილებებს უმზადებს. იოლად დაემშვიდობებიან არასასურველ სამსახურს და მალევე ახალს იპოვიან - უფრო საინტერესოს და მაღალანაზღაურებადს. ბიზნესმენი მერწყულები განვითარების ორიგინალურ და პერსპექტიულ გზებს აღმოაჩენენ.

თევზები

მშვიდობისმოყვარული თევზებისთვის უმჯობესია, მომავალ წელს შინაგანი სამყაროსკენ მიმართონ ყურადღება და უეცარი მოქმედებებისგან თავი შეიკავონ. მათი ცვლილებები არა რაოდენობრივი, არამედ, ხარისხიანი იქნება. 2017 წელი მათთვის მომავალი ფინანსური შტურმის დასაწყისი გახდება.