ბებია იჯდა ცივ სახლში და ტიროდა, ყურში ჩაესმოდა ქალიშვილის სიტყვები, რომ მას აღარ სჭირდებოდა
ზოგჯერ შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი უსამართლოა. ამაზე ფიქრობდა ცივ სახლში მჯდარი ვერა ბებო. იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ოჯახში და აღარ იცოდა, რა ექნა. მეურნეობა მიუხედავი იყო, იმ წელს მოსავალს ვეღარ აიღებდა. მოხუცს ცხარე ცრემლები სდიოდა დანაოჭებულ უპეებზე.
ვერა გვიან გათხოვდა. მთელი ახალგაზრდობა მან სოფელში მშობლებთან ერთად გაატრა. სამწუხაროდ, ღმერთი მას შვილებს არ ჩუქნიდა, მუცელი ორჯერ მოეშალა, მესამე ბავშვი კი ვადაზე ადრე გაჩნდა. ქეთო გადარჩა და დედას იგი სამყაროს ერჩივნა. სამწუხაროდ, ბავშვობაში პატარა ხშირად ხდებოდა ავად. მამა არ თვლიდა საჭიროდ თან გადაჰყოლოდა მის გაზრდას, რადგან მისი წარმოდგენით გოგონა მაინც ვერ გადარჩებოდა.
ვერა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეუღლის შეხედულებას. ის სათუთად უვლიდა ქეთოს. ამასობაში ქმარმა იგი მიატოვა და სხვა ქალთან გააჩინა შვილი.
ბევრ მამაკაცს უნდოდა ვერას ცოლად მოყვანა, მან კი საკუთარი თავი შვილის აღზრდას მიუძღვნა, ასევე მეურნეობასაც დიდი ყურადღების დათმობა სჭირდებოდა.
გადიოდა წლები, ქეთო გაიზარდა, მიიღო განათლება და ქალაქელ მამაკაცს გაჰყვა ცოლად, ორი წლის შემდეგ მას ბავშვი გაუჩნდა. შვილმა ვერას მასთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა. დედა თავიდან თავს იკავებდა, არ იცოდა, მეურნეობას ვინღა მიხედავდა.
ქეთოს პატარა მანანიკოს აღზრდაში დახმარება სჭირდებოდა. ვერამ სახლის გასაღები მეზობელს ჩააბარა და ქალიშვილთან გადავიდა. ბებია შვილიშვილს უვლიდა, ვიდრე დედ-მამა მუშაობდა, ასე გავიდა 6 წელი.
მანანიკო წამოიზარდა, ცოლ-ქმარმა იპოთეკა გაისტუმრა. ერთ დღესაც ქეთომ დედას განუცხადა, რომ ბარგი შეეკრა და სოფელში დაბრუნებულიყო. ატირებულმა ქალმა ბოლო ავტობუსს მიუსწრო. ვერას უსამართლობის განცდა ტანჯავდა, გულზე ცეცხლი ეკიდებოდა. ვინ იფიქრებდა, რომ ღვიძლი შვილი ასე მოექცეოდა?
ერთხელაც ბებო ცივ სახლში იჯდა და მომავალზე ფიქრობდა. უეცრად კაკუნი გაისმა. კარზე მეზობლები იყვნენ, რომლებმაც ფანჯარაში სინათლე შენიშნეს. აცრემლებულმა ვერამ მათ ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო. კეთილმა ხალხმა გადაწყვიტა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ...
ორ თვეში მოხუცი ქალის ცხოვრება დალაგდა, მეზობლებმა მას ხბო აჩუქეს, კატამაც იცნო თავისი პატრონი. ვერას ხშირად სტუმრობდნენ თანასოფლელები და ის მთელი გულით უყვარდათ.
არასოდეს დაივიწყოთ მშობლების ამაგი, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებიც შესაძლოა უსამართლოდ მოგექცნენ. იყავით მადლიერი და სიკეთეს სიკეთითვე უპასუხეთ.
შვილის დამოკიდებულება მშობლისადმი