ქალი, რომელმაც თავის სიცოცხლის ფასად ექვსი თვის შვილი გადაარჩინა
33 წლის ჯესიკა არენდეილი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში(სმირნი, შტატი ჯორჯია)თავის ბოიფრენდ ანტუან დევისთან ერთად, რომელიც მისი 6 თვის გოგონას მამაც იყო.
ბავშვის მამა ძლიერ მთვრალი იყო და საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა.მოულოდნელად მამაკაცი აფეთქდა და ჯესიკას დაუწყო ჩხუბი და დევნა.დედამ თავდაცვის მიზნით ბეისბოლის ჯოხი აიღო ხელში, რომ დაეცვა საკუთარი თავი და ჩვილი.თუმცა მამაკაცმა თვითონაც აიღო ბეისბოლის ჯოხი და ქალს რამდენჯერმე დაარტყა.
ამ დარტყმის დროს სავარაუდოდ ბავშვმა ქალა -ტვინის ტრამვა მიიღო(ბავშვი ამჟამად საავადმყოფოშია)
ჯესიკა აბაზანაში ჩაიკეტა ბავშვთან ერთად, მაგრამ დევისმა შემატვრია კარი და შაშხანით შეიარაღებულმა ქალს პირდაპირ თავში ესროლა.მომაკვდავ დედას ბოლომდე ჰყავდა ჩახუტებული ბავშვი და სიკვდილისწინა კრუნჩხვებმაც არ შეუშალა ხელი იმაში, რომ ისე დაცემულიყო, რომ ბავშვი ტუალეტში არ ჩავარდნოდა და საკუთარი სხეულით გადაფარებოდა მას.
ჯესიკას დედა ტერეზა ლონიელო თავის ქალიშვილზე, როგორც მფარველ ანგელოზზე ისე ლაპარაკობს:"წარმოუდგენელია, თუ როგორ მოახერხა მან დაცემა სრულიად სხვა მიმართულებით, მან თავის სხეული სპეციალური კუთხით მიმართა, რომ გადაერჩინა გოგონა. უბედური, იმ მომენტში მხოლოდ შვილის გადარჩენაზე ფიქრობდა და არა თავის თავზე".
საშინელი დანაშაულის შემდეგ დევისი გამოვიდა სააბაზანოდან და თავი მოიკლა.13 საათის შემდეგ პოლიციელებმა გარდაცვლილი ჯესიკა და ცოცხალი კოლბი სააბაზანოში აღმოაჩინეს.
ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.კოლბის დარჩა 15 წლის უფროსი და, რომელიც ძლიერ განიცდის მომხდარ ფაქტს.