ჭკვიანური მეთოდი ქმრის დასასჯელად, რომელიც მთელს თავის ბრაზს ცოლზე ანთხევს.

ჭკვიანური მეთოდი ქმრის დასასჯელად, რომელიც მთელს თავის ბრაზს ცოლზე ანთხევს.
ურთიერთობები ოჯახში ტალღების მსგავსია. ის ხან აღელვდება, ხან მშვიდად არის, ხან კი ჰორიზონტზე შტორმიც გამოჩნდება. ყველა წყვილს უწევს ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა ეტაპის გავლა. ეს ძლიან კარგია, მაგრამ ზოგიერთ ეტაპის დროს თავს იჩენს კონფლიქტები და უსიამოვნებები. მაგალითად, როგორც fpaparazzi-ს დღევანდელი სტატიის გმირის, მარის შემთხვევაში, რომელმაც ქმრის დასჯა გადაწყვიტა.

სასჯელი ქმრისთვის



მარი და კახა

მარი და კახა უკვე 7 წელია დაქორწინებულები არიან. ბოლო პერიოდში მათი ოჯახური ცხოვრება ძალიან დაიძაბა. კახა სულ უკმაყოფილო იყო. ხან მომზადებული სადილი არ მოსწონდა, ხან დაუთოვებული პერანგი. მარის ეს ძალიან აღელვებდა, ის ხომ ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ადრე? მიუხედავად ამისა, ქმარს მაინც არაფერი არ მოსწონდა, თითქოს ჩხუბის მიზეზს ეძებდა.



მარი უსამართლობად თვლიდა ქმრის ქცევას, რადგან ორივენი მუშაობდნენ, თითქმის ერთნაირი დატვირთვით და თავად დაღლილი სახლის საქმეებსაც აგვარებდა.

მარის ექსპერიმენტი

ქმრის ერთთვიანი გაუთავებელი ჩხუბი და შენიშვნები მარიმ ვეღარ აიტანა:

-რადგან ასეა, დღეიდან სხვადასხვა ოთახებში ვიცხოვრებთ და საკუთარ თავს თავად მივხედავთ. მომბეზრდა მთელს ბრაზს რომ ჩემზე ანთხევ, აღარ ვაპირებ მასე ცხოვრებას. დღეიდან მეზობლები ვართ. გავიყოფთ კომუნალურ გადასახადებს, დანარჩენს საკუთარ თავებს მოვახმართ!



იმ დღესვე გადაიტანა მარიმ თავისი ნივთები მეორე ოთახში.

მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები

იმ დღიდან 2 კვირა გავიდა. მარი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ თავისი ხელფასი სავსებით ყოფნიდა ყველაფერზე - საჭმელი უფრო ცოტა ჭირდებოდა, ვიდრე ქმარს, სხვა საჭირო წვრილმანზეც აღარ დაეხარჯა ფული. მთელი წელი ვერ გადადო თანხა მანიკურისთვის, ახლა კი თავისუფლად დარჩა.



ფინანსურ უპირატესობებთან ერთად, მარი ტკბებოდა სიმშვიდით და სიწყნარით. ქმარს ის მხოლოდ სამზარეულოში ან შემოსასვლელ ოთახში ნახულობდა. მათი ურთიერთობა იყო მხოლოდ მისალმება და დამშვიდობება ძილის წინ.

დასვენების დღეებში მარი ალაგებდა თავის ოთახს. მას აღარ ჭირდებოდა მთელი სახლის რეცხვა-ხეხვა, აღარც სარეცხი იყო ბევრი, აღარც საუთოო.



ქმარი ცალკე ოთახში

თავად კახას ისე მოჰქონდა თავი, თითქოს ყველაფერი მოსწონდა. სინამდვილეში კი თავს დღითიდღე უფრო ცუდად გრძნობდა. იმზადებდა ერბო-კვერცხს, მაკარონს და გაყინულ ხორც-პროდუტებს. იყო დაღლილი და მოუვლელი. სამსახურში ვეღარ მიქონდა კონტეინერებით საკვები, სამსახურის მერე კი აღარ ხვდებოდა ცხელი სადილი.

ვერცერთ მაღაზიაში ვერ იპოვა ის გემრიელი პური, ცოლს რომ მოქონდა. ბოლოს ჰკითხა მარის, სად ყიდულობდა ამ პურს. აღმოჩნდა, რომ უკვე ორი წელია, თავად უცხობდა სახლში. არცერთი არ აპირებდა შერიგებას.



თუ ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება უკეთესია, დაშორება გარდაუვალი იქნება. მითუმეტეს, რომ კახა უკვე დიდი ხანია აღარ აძლევდა მასთან ყოფნის მოტივაციას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მარი კმაყოფილი იქნება, რომ ასე მოიქცა.

სასჯელი ქმრისთვის - დასკვნა

რამდენად სწორი და გონივრულია მარის ექსპერიმენტი? სამართლიანია ქმრის ამ ხერხით დასჯა? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი