ტარო-პროგნოზი: რა მოვლენებია კარზე მომდგარი ახალ კვირაში

ტარო-პროგნოზი: რა მოვლენებია კარზე მომდგარი ახალ კვირაში
შეგახსენებთ, რომ ტაროს განლაგება აქტუალურია სწორედ იმ მომენტისთვის, როდესაც თქვენ შეგხვდათ იგი და არ არის დამოკიდებული სტატიის გამოქვეყნების დროზე. პროგნოზი საერთოა და შესაძლოა არ იყოს 100 პროცენტიანი დამთხვევა ყველასთვის. თუ თქვენ მოისურვეთ პროგნოზის ნახვა, ესე იგი, სამყარომ უეჭველი მოგიმზადათ მინიშნებები. თქვენი ქვეცნობიერი ამოირჩევს საჭირო ინფორმაციას. დავიწყოთ…

fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ რა მოგიმზადათ მომავალმა კვირამ და რა მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ.



პირველი მოვლენა დაკავშირებულია სასიყვარულო სფეროსთან. მოსალოდნელია პროგრესი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ეს არ იქნება განსაცვიფრებელი შედეგი, მაგრამ კავშირის გაცოცხლება და აღმოცენება ნამდვილად აშკარა იქნება. პარტნიორი გამოიჩენს აქტიურობას და დაინტერესებას და მთელი ძალებით ეცდება დაალაგოს ურთიერთობა საერთო ინტერესებითა და ერთობლივი მუშაობით. ზოგიერთისთვის ეს იქნება საერთო საქმე, რომლის წყალობითაც თქვენ შეძლებთ დაუახლოვდეთ მამაკაცს და გაამყაროთ ურთიერთობები. აქ შესაძლებელია საუბარი იყოს ახალ ნაცნობობაზეც. ან, თქვენ სხვა თვალით შეხედავთ კოლეგას, ნაცნობ ადამიანს, მეგობარს. ურთიერთობები განვითარდება სწრაფად და მოულოდნელად. ურთიერთსიმპატია და რომანტიკული ნაზი გრძნობის აღმოცენება გარანტირებულია.



მეორე მოვლენა ეხება სამსახურს და ფინანსურ საკითხებს. აქ უეჭველად გელოდებათ წარმატება. მიზნების მისაღწევად გაჩნდება ყველა შესაძლებლობა. თქვენ ხართ ცოდნით სავსე და თქვენს ხელთაა ყველა ინსტრუმენტი. თქვენში ჩადებულია კოლოსალური ენერგია ჩაფიქრებულის განასახორციელებლად, ამიტომ უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა და იაქტიუროთ. ეს ეხება დიდ საოჯახო შენაძენს, გარიგებას ან მნიშვნელოვანი მოგების მიღებას. შესაძლებელია გაგეზარდოთ ხელფასი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ოჯახის ბიუჯეტს. სტაბილურობა და აყვავება თავისუფლებას გაგრძნობინებთ და არ შეგეშინდებათ ზედმეტი ხარჯების. საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ, გააკეთეთ ის, რაზედაც დიდხანს ოცნებობდით. ყურადღება დაუთმეთ პატარა ქალურ სიამოვნებებს.



მესამე მოვლენა, რომელიც ამ კვირაში მოხდება, დაკავშირებულია სხვადასხვა სახის აქტივობასთან. ნებისმიერი წინაღობა და შეზღუდვა, რომელიც გზაზე დაგხვდებათ, მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ. ამიტომ, არ არის საჭირო დეპრესიაში ჩავარდნა და ბედზე ჩივილი. სამყაროს მიჰყავხართ სწორი გზით და მხოლოდ ბედნიერებისკენ, სიხარულის და წარმატებისკენ. მაგალითად, თქვენ ემზადებით რომ გაემგზავროთ, მაგრამ მოულოდნელი ამბების გამო ყველაფერი ჩაიშლება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ არ გჭირდებათ იქ გამგზავრება. გადაწყვიტეთ, შეხვდეთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ ახლობლებზე ზრუნვამ ხელი შეუშალა თქვენს გეგმებს. ეს ნიშნავს, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, ურთიერთობის უკეთესი გზით განვითარებისთვის. ასეთი შემთხვევითობების დაქვემდებარებით, შეძლებთ უკეთესად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ამოირჩიოთ ღირებული ვარიანტი - ჩაფიქრებულის რეალიზებისათვის. წარმატებულ კვირას გისურვებთ!