ტაროს კარტი გიამბობთ, უახლოეს 30 დღეში რა გელოდებათ

ტაროს კარტი გიამბობთ, უახლოეს 30 დღეში რა გელოდებათ
ჩვენი მომავლის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, მაგრამ არა წინასწარ განსაზღვრა. თუ გამოიყენებთ მინიშნებებს, რომელთაც ბედი გაძლევთ, ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის შეცვლას მოახერხებთ. ეს რომ დაინახოთ, უბრალოდ გარშემო სამყაროს მიმართ ყურადღებიანი უნდა იყოთ. მინიშნებები პრაქტიკულად ყველგან არის დამალული. ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ტაროს კარტით თამაშს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ თუ უახლოეს მომავალში რა გელოდებათ. ამის გაკეთება მარტივია. 

მოდით გავიგოთ, სამყარომ რა საჩუქარი მოგიმზადათ უახლოეს 30 დღეში. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? თქვენ უნდა მოისმინოთ საკუთარ ინტუიციას და ქვემოთ მოცემული სამი კარტიდან ერთ-ერთი ამოირჩიოთ. 



შედეგები:

  1. იღბალი თქვენს მხარესაა

    იმხიარულეთ, იღბალმა გაგიღიმათ. უახლოეს 30 დღეში სასარგებლო ნაცნობობა გელით, რომელიც არა მხოლოდ მჭიდრო მეგობრობას, არამედ სარგებელსაც მოგიტანთ. ბედი თქვენს მხარეს არის. თქვენი ინტუიცია წარმატებისკენ მისასვლელ მოკლე გზას გიკარნახებთ. ასე რომ არ შეგეშინდეთ და მტკიცედ იმოქმედეთ. შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. თქვენი ბედნიერება ხელის გაწვდენაზე იმყოფება. საჭიროა მხოლოდ ხელი გაუშვიროთ და აიღოთ. 


  2. მატყუარებს ერიდეთ

    ფრთხილად იყავით, თქვენ ახლოს არის არაკეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც პრობლემებს დაგიმატებთ. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ამ ადამიანის სუფთა წყალზე გამოყვანას შეძლებთ. როგორც არ უნდა იყოს, თქვენთვის ზიანის მოყენებას ვერ მოახერხებს. თქვენ გაბედული და ძლიერი იქნებით. არ მოისმინოთ ჭორები  თქვენ გარშემო, ისინი მცდარ კვალზე გაგიყვანთ. ავის მსურველები როგორც არ უნდა ეცადონ, თქვენი ცხოვრების გაფუჭებას ვერ მოახერხებენ. თქვენ სათანადო სიმაღლეზე იქნებით. თუმცა უმჯობესია, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები 14 რიცხვამდე გადადოთ. 


  3. თქვენი გეგმა წარმატებას მოგიტანთ

    ყველა არსებული წინაღობა გაქრება და საქმეები წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ ცხოვრებაშიც ხელსაყრელი ტენდენციას დაინახავთ. წარმატება გელით როგორც სამსახურებრივ საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. თქვენ კარგი განწყობა გექნებათ. საკმარისი ძალა გექნებათ, რომ ნებისმიერ სირთულეს და პრობლემას გაუმკლავდეთ. ასე რომ არ დაიკარგოთ, მიზნისკენ ნაბიჯი თამამად გადადგით. ყველაფერი კარგად იქნება.