ვერცხლი შავდება, რისთვის უნდა მოვემზადოთ მინიშნებების მიხედვით

ვერცხლი შავდება, რისთვის უნდა მოვემზადოთ მინიშნებების მიხედვით
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რომელი სამკაული შავდება. ვერცხლის გაშავება, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს ადამიანი ვიღაცამ დაწყევლა.ვერცხლის სამკაული ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც პოპულარულია.ადამიანები ატარებენ ამ კეთილშობილი მეტალის სხვადასხვა ნაკეთობას, იმიტომ რომ ისინი კარგად გამოიყურება და აქვს შედარებით დაბალი ფასი.ზოგჯერ, სხეულზე ტარებისას, ვერცხლის სამკაული მუქდება და ადამიანს ამის გამო განწყობა უფუჭდება. მაგრამ, მან უნდა ინერვიულოს არა ვერცხლის სამკაულის გამო, არამედ, უნდა დაფიქრდეს თუ რატომ ხდება ასე.იმის გასაგებად, თუ რატომ იცვლის ვერცხლი საკუთარ ფერს, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მინიშნებებს.მათ მიხედვით, პირველ რიგში, საჭიროა ვნახოთ თუ ზუსტად რომელი სამკაული იცვლის ფერს.



ვერცხლის ჯვარი

ვერცხლის ჯვარი, იცავს ადამიანს ნეგატიური ზემოქმედებისგან. თუ ჯვარი გაშავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინდივიდი ვიღაცამ დაწყევლა.აქვე უნდა ვთქვათ, რომ წყევლა არ იმოქმედებს. საქმე იმაშია, რომ ვერცხლის ჯვრის გაშავება, მეტყველებს იმაზე, რომ ნაკეთობამ საკუთარ თავზე მიიღო ნეგატიური ენერგიის ნაწილი და ამით დაიცვა თავისი მფლობელი. ამ ნაკეთობის ტარება აღარ ღირს, საჭიროა იგი შევცვალოთ სხვა ჯვრით, რომელსაც წინასწარ ვაკურთხებინებთ ეკლესიაში.

საყურე

ამ აქსესუარს, როგორც წესი გოგონები ატარებენ. თუ ქალმა შენიშნა, რომ მისი ვერცხლის საყურე გაშავდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მის გათვალვას შეეცადა.ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ გარემოცვას, მიხვდეს, რომ რომელიღაცა მისი ნაცნობი ან მეგობარი, არ არის მის მიმართ სამართლიანი და გულწრფელი. ამ ინდივიდთან სასურველია კონტაქტის სრული შეწყვეტა ან მინიმუმამდე დაყვანა, თუ პირველი არ არის შესაძლებელი.



ვერცხლის ბეჭედი

ამ სამკაულსაც უმეტესად გოგონები ატარებენ. თუ ქალმა შეამჩნია, რომ მისი ბეჭედი, რომელიც ვერცხლისგან არის დამზადებული, გამუქდა, მაშინ მას ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ მასზე უქორწინებლობის გვირგვინია.თავის პირად ცხოვრებას იგი ვერ ააწყობს, სანამ არ მიიღებს ზომებს. გოგონამ უნდა მიმართოს პროფესინალ მაგს, რომელსაც შეეძლება დაადასტუროს უქორწინებლობის გვირგვინის არსებობა და გააკეთოს ყველაფერი მის მოსახსნელად.ნუ დატოვებთ ყურადღების გარეშე იმ ფაქტს, რომ ვერცხლი უეცრად გამუქდა. ეს არასოდეს არ ხდება უმიზეზოდ.

აუცილებელია გავიგოთ, რა გახდა გამუქების მიზეზი, მივიღოთ ზომები, რათა საკუთარი თავი დავიცვათ საფრთხისგან და თავი ავარიდოთ ნეგატიურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში.
სტატიის ავტორი: ხათუნა ყაზაროვი