ყოფილი მოძალადის ისტორია: იგი თავის ცოდვებს გულწრფელად ინანიებს

ყოფილი მოძალადის ისტორია: იგი თავის ცოდვებს გულწრფელად ინანიებს
მსოფლიოში, ყოველ წამს ათასობით ქალი განიცდის ფიზიკურ და ემოციურ ზეწოლას თავიანთი პარტნიორების მხრიდან. ყოველწლიურად, ძალადობის თემა სულ უფრო მწვავდება. საბედნიეროდ, ადრე თუ გვიან, ასეთი ურთიერთობის ტყვეს ხელახლა შეუძლია ცხოვრების დაწყება. თუმცა, რამდენად იმსახურებს მეორე შანსს თავად ყოფილი მოძალადე? დღეს fpaparazzi-ის რედაქციას სურს ამ რთულ საკითხს სხვა გადმოსახედიდან შეხედოს. ჩვენ გაგაცნობთ იმ მამაკაცის გრძნობებს, რომელმაც თავისი შეცდომა გაიაზრა.

ყოფილი მოძალადე



სამწუხაროდ, ყველა ქალს არ ესმის, რომ ძალადობრივ ურთიერთობაში მონაწილეობს. ძალადობა ხომ სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება გამოვლინდეს. ყველაზე თვალსაჩინო, რაღა თქმა უნდა, ფიზიკური ზეწოლაა. მაგალითად, ერთი შეხედვით უვნებელი ჩქმეტები და სილები, რომლებიც ძალის სერიოზულ გამოყენებაში შეიძლება გადაიზარდოს. მოძალადე მამაკაცს შეუძლია, მსხვერპლი ქალი ახლოს გაიჩეროს - შეუზღუდოს გადაადგილება.თუ ეს ყველაფერი ხილული და თვალსაჩინოა, ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან რთულად ამოიცნობა ხოლმე. პარტნიორი შეიძლება ქალს ლანძღავდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს, არაფრად აგდებდეს, უყვიროდეს, ემუქრებოდეს, მანიპულირებდეს. განსაკუთრებით მოხერხებული აბიუზერები კი, ხშირად, გაზლაითინგს მიმართავენ. ჩვენ ადრე უკვე დავწერეთ, რას ნიშნავს ეს ცნება და როგორ დავიცვათ თავი გაზლაითერისგან.სხვათა შორის, თუ თქვენი მამაკაცი მუშაობას ან სწავლას გიშლით, ესეც ძალადობად ითვლება. სწორედ ისე, როგორც ნებისმიერი იძულება კონკრეტული მოქმედებისკენ. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ხარჯების სრული კონტროლი და ქალის პირადი აზრის უგულებელყოფა.

იცვლებიან თუ არა ადამიანები?

აბიუზიური ურთიერთობიდან თავის დასაღწევად, ხშირად, ქალს ბევრი რამის ატანა უხდება. ხშირია ფსიქოლოგთან ან სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართვაც. მსხვერპლზე უკვე ყველაფერი ვიცით, თუმცა, როგორ გრძნობს თავს თავად მოძალადე? ერთნი ამბობენ, რომ ყოფილი მოძალადე არ არსებობს. სხვებს კი სჯერათ, რომ ადამიანი იცვლება. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, გაიაზროს თავისი შეცდომა და მეტჯერ აღარ დაუშვას იგი. მოდით, ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ ერთი ქალის მაგალითით, რომელმაც შეძლო ძალადობის მტკიცე წრის გარღვევა.

-"გოგონებთან ურთიერთობა ყოველთვის მიჭირდა. მიყვარდა ქალის მოპოვება და ყველაფრის გაკეთება მის გასაკონტროლებლად. ეჭვიანობა, ულტიმატუმები, ყვირილი, ფარული წყენა და პასიური აგრესია სულ თან დამყვებოდა. ახლა მესმის, რომ ჩემი შეყვარებულები იმედგაცრუებამდე მიმყავდა." - წერს ხვიჩა.

"რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი ოჯახის შესაქმნელად, შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ერთ გოგოსთან ერთად. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა დაძაბული და რთული იყო. ბოლოს მიმატოვა, არადა მართლა მიყვარდა. მივხვდი, რომ პრობლემა არსებობს და, პირველ რიგში, ის ჩემშია." - გრძელებს იგი.

ყოფილი მოძალადე უყოყმანოდ მივიდა ფსიქოლოგთან. სპეციალისტთან მუშაობამ შედეგი გამოიღო. ხვიჩამ დაიწყო თავისი მოქმედებების გაანალიზება, მიხვდა, რაში შეცდა. თუმცა, ახალი ურთიერთობებისადმი შიში მხოლოდ გაუმძაფრდა.

მამაკაცი ამბობს: "ფსიქოლოგთან ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ერთი ქალი შემიყვარდა. ზოგიერთი ძალადობრივი გამოვლინება სამუდამოდ ჩავაბარე წარსულს. თუმცა, მქონდა არათვალსაჩინო, ჩემთვის რთული მომენტები. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს შეყვარებულთან გულახდილად უნდა მესაუბრა. მას გული აუჩუყა ჩემმა გულწრფელობამ და ასევე მიპასუხა. სწორედ მისი მითითებებით მივხვდი, რა არ სიამოვნებდა მას. არ ვფიქრობ, რომ მთლიანად განვიკურნე. თუმცა, საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ. ახლა უკვე მესმის, რომელი სიტყვები ან მოქმედებები სტკენს გულს ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ამიტომ მათ არასდროს გავიმეორებ."

რედაქციის რჩევა

შეიძლება თქვათ, რომ ეს ისტორია მხოლოდ გამონაკლისია. მე კი მინდა დავიჯერო, რომ გააზრებული და გონიერი ადამიანი, ადრე თუ გვიან, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და თავის პრობლემებს გადაჭრის. გარდა ამისა, უნდა გესმოდეთ, რომ მამაკაცი მოძალადედ გარკვეულ მიზეზთა გამო ყალიბდება.მაგალითად, ბავშვობის ტრავმა. ან, უბრალოდ გენდერული სტერეოტიპის ტყვეა. ისინი ხომ კაცს კარნახობენ, რომ ქალი მორჩილი უნდა იყოს. სერიოზული დამღუპველი დამოკიდებულებები და კლინიკური დიაგნოზებიც ახლოს დადის.ყოფილი მოძალადის დასახმარებლად, პირველ რიგში, სპეციალისტები ძალადობრივი ქმედებების მიზეზებს იკვლევენ. ფსიქოლოგები სთავაზობენ ქცევის ალტერნატიულ ვარიანტებს, იხედებიან პრობლემის სათავეში, აანალიზებენ მის თითოეულ ასპექტს. დამოუკიდებლად ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია.ძალადობის თემა უკვე აკრძალული აღარაა. იგი სპეციალისტებისა და ცნობილი ადამიანების განხილვის თემად იქცა. ამაზე უკვე იღებენ დოკუმენტურ ფილმებს, ვიდეო-კლიპებსა და სიმღერებსაც კი წერენ.