მეზობელი მივლის, ღვიძლი შვილები კი მოკითხვითაც არ იწუხებენ თავს

მეზობელი მივლის, ღვიძლი შვილები კი მოკითხვითაც არ იწუხებენ თავს
სული შეიძლება ბევრი რამის გამო იყოს დათრგუნული. რაღაც მოხდა, უჩვეულო გრძნობა გაჩნდა, განწყობა მინიმუმამდე დაეცა. თუმცა, ხანდახან ამას საფუძვლად მომხდარის არასწორად გაგება უდევს. რატომ? რისთვის? ალბათ, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში. კარგი, ამის მოგვარება შეიძლება. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ წინ მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობა გველის?
მეზობელი მივლის, ღვიძლი შვილები კი მოკითხვითაც არ იწუხებენ თავს
Paparazzi.ge-ის რედაქცია ყოველთვის გიზიარებთ ყველაზე ამაღელვებელ ისტორიებს, რომლებსაც ჩვენი მკითხველი გვწერს. იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ისტორიის გმირს საღ რჩევას მისცემთ. ჩემი აზრით, სიტუაცია, რომლის შესახებაც ახლა წაიკითხავთ, არც ისეთი იშვიათობაა.

დათრგუნული სული



-"თითქმის 70 წლის ასაკში გავიგე, რომ არავის ვჭირდები. ისე მოხდა, რომ ახლა მარტო ვცხოვრობ: ბავშვებმა დიდი ხნის წინ შექმნეს საკუთარი ოჯახები და სხვა საქმეებით არიან დაკავებული. ადრე ამას ნორმალურად აღვიქვამდი, თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ თვალები ამეხილა. მივხვდი, რომ მთელი ის დრო, რომელიც ბავშვებს მივუძღვენი, უბრალოდ საკუთარ თავს მივაკელი და ფუჭად გავფლანგე.

ბავშვები ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იყვნენ, როცა დავქვრივდი. როგორც შემეძლო, ვქაჩავდი მათ რჩენას. ბებია-ბაბუაც არ ჰყავდათ, ამიტომ ყველაფერს თავად ვუმკლავდებოდი. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე შემხვედრია. იყო პერიოდი, როცა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ორ სამსახურში ვმუშაობდი, ბავშვები კი ხან ბაღში იყვნენ, ხან სკოლაში, ხან სახლში ნახევრად მშივრები ისხდნენ.

ვცდილობდი, დისციპლინისთვისაც მიმეჩვია, დამხმარე ხომ არავინ მყავდა. ახლა ვფიქრობ, იქნებ, იმ დროიდან შემოინახეს გულში წყენა? უცნაურია, რომ გაზრდის შემდეგაც ვერ მიხვდნენ, როგორი პასუხისმგებლობა მეკიდა ზურგზე. გაჭირვებულად, მაგრამ ადამიანებად მაინც გავზარდე.


თითქოს ღვიძლი შვილები არ არიან

ორივემ მიიღო უმაღლესი განათლება, სასურველი სპეციალობა, სამსახური. ერთი პერიოდი ძალიან დიდხანს ვიყავი უმოქმედოდ - თავისუფალი დრო უხვად მქონდა. თუმცა, შემდეგ შვილიშვილების გაზრდაში დავეხმარე და, როგორც იქნა, ისევ დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ფულითაც კი ცდილობდნენ ჩემს დახმარებას, მაგრამ მე მუშაობა მაინც დავიწყე.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გრაფიკმა შეუქცევადი ნაყოფი გამოიღო - ჯანმრთელობა დამინგრია. ბოლოს საავადმყოფოში მოვხვდი, იქ 10 დღეზე მეტი გავატარე. ამ დროში, ქალიშვილმა მხოლოდ ერთხელ მინახულა, ვაჟი კი საერთოდ არც მოსულა. როცა გამწერეს, მკურნალმა ექიმმა მირჩია, არ გადავღლილიყავი. შვილებმა კი ბავშვები მაინც მომიყვანეს...

რა თქმა უნდა, უარი ვერ ვუთხარი. ბავშვებთან კი როგორ არ გადაიღლები? იქეთ-აქეთ, ხან სასეირნოდ უნდა წაიყვანო, ხან საჭმელი მოუმზადო. მოკლედ, მთელი თერაპია ფუჭი გამოდგა, ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები. ჰოდა, ერთ დღეს უბრალოდ საწოლიდან წამოდგომაც ვერ შევძელი. ქალიშვილს დავურეკე, მითხრა, სასწრაფო გამოიძახეო. ვაჟს საავადმყოფოში წაყვანას ვეხვეწები, მეუბნება, რომ დაკავებულია. ისევ სტაციონარში მოვხვდი.

ამჯერად, იქ მეტი დრო დავყავი, დასვენება მინდოდა, აზრების დალაგება. ექიმმა უკვე თავად დაურეკა ჩემს შვილებს და უთხრა, რომ ჩემი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, რომ მოვლა მჭირდებოდა. აი, აქ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი ჩემი შვილებისთვის. ქალიშვილმა უარი თქვა ჩემს სტუმრობაზე, არადა, დიდ ბინაში ცხოვრობენ და ჩემი ადგილი აქვთ. ვაჟთან კი მისი სიდედრიც ცხოვრობს.

მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან დათრგუნული ვარ. ვფიქრობ, რომ ბავშვებმა უბრალოდ გამყიდეს. რისთვის? რატომ მომექცნენ ასე? დილით პირველი სართულის მეზობელმა მინახულა. ახალგაზრდა, მარტოხელა დედაა. დაინახა, რომ სასწრაფოს მივყავ-მოვყავარ და მოვიდა, რომ ჩემი ამბავი ეკითხა. ამეტირა და ყველაფერს მოვუყევი.

მეზობელმა მითხრა, რომ ის დამეხმარებოდა. მე უარი ვუთხარი, მაგრამ მან მომიმზადა საჭმელი, ჩაი ერთად დავლიეთ. ფული გამომართვა და მაღაზიასა და აფთიაქში გამეგზავნა. აი, უკვე რამდენიმე თვეა, ასე მეხმარება. პენსიის ნახევარს იღებს, პროდუქტს ყიდულობს, საჭმელს მიკეთებს. დანარჩენი ფული კომუნალურებზე მიდის...

აი, ასე გავხდი სიბერეში სხვაზე დამოკიდებული. ჩემებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა გაიგეს, რომ ვიღაც მათ ნაცვლად მივლის. ვაჟმა კი, საერთოდაც, ბინის მასზე გადაფორმება შემომთავაზა, უცხო ადამიანს უშვებო... ღმერთო ჩემო, მათი სიტყვები გულზე ეკალივით მესობა. რა შევცოდე? მრცხვენია, რომ მათთვის ვცოცხლობდი."

რედაქციისგან

გაუგებარია, როგორ უნდა მოიქცე მსგავს სიტუაციაში. შვილებს, თითქოს, უარი არც უთქვამთ, თუმცა, არც ყურადღება გამოუჩენიათ. თან უკვე ფიქრობენ ბინაზე. გინდა თუ არა, ადამიანი ითრგუნები. თქვენ რას ურჩევდით ამ ქალს? როგორ მოიქცეს ამის ყველაფრის შემდეგ?