რა ჩავიცვათ მაღალწელიან ფართო შარვალთან

რა ჩავიცვათ მაღალწელიან ფართო შარვალთან
სულ ცოტა ხნის წინ მაღალწელიანი ფართო შარვლები თანამედროვე ქალებს შორის უფრო პოპულარული გახდა. დიზაინერების მიერ რეტროს სტილში შექმნილი მოდური ლუქებით შთაგონებულმა ქალებმა მასიურად დაიწყეს გასული წლების მოდური სტილის გამეორება და უფრო თანამედროვე ელემენტებთან კომბინაცია. აღსანიშნავია, რომ ეს უბრალოდ შეუდარებლად გამოსდით!

რა ჩავიცვათ მაღალწელიან ფართო შარვალთან

დღეს „პაპარაცი“ ფართო შარვლების წარმატებულ საშემოდგომო ვარიანტებს გთავაზობთ. ასევე გიამბობთ ასეთი შარვლების ყველაზე აქტუალურ მოდელებზე 2020 წლისთვის.

მაღალწელიანი ფართო შარვლები

ფართო შარვლის მთავარი პლიუსი უნივერსალურობა და პრაქტიკულობაა. მას თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც ოფიციალური სტილის ზედა, ასევე ვარიანტები ქეჯუალ სტილში.



მაგალითად, ოფისისთვის შეგიძლიათ ჩაიცვათ როლინგთან და მოკლე კოსტიუმთან ერთად. სეირნობის დროს კი შეურჩიოთ მოსახერხებელი ჰუდი ან მსუბუქი მაისური და გრძელი კარდიგანი.



შარვლების აქტუალური მოდელები

გარდერობში ასეთი მოდური და თანამედროვე შარვლების დამატება ნებისმიერი ფორმის ქალს შეუძლია, რაც ასევე დიდი პლიუსია. ბევრს ეშინია, რომ მსგავსი სტილი მათ არასასურველ მოცულობას შემატებთ, თუმცა ამ ეფექტის თავიდან აცილებას სწორად შერჩეული ფერით შეძლებთ.



სტილისტები ფუმფულა ფორმების მქონე გოგონებს ურჩევენ, რომ უფრო ნეიტრალური ფერების შარვლები შეარჩიონ (მაგალითად, ყავისფერი, ცისფერი, შავი და ა.შ.). უფრო გამხდარ ქალებს, პირიქით, ურჩევენ ყურადღება კაშკაშა მოდელებზე გააკეთონ (მსხვილი ზოლებით ან უჩვეულო შეფერილობით).



აქტუალური შარვლის შერჩევისას ასეთი მკვეთრი განსხვავების მიუხედავად უჯრედული შარვლის ჩაცმა ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, გახსოვდეთ, რომ პრინტი დიაგონალური უნდა იყოს.



აი, მაღალწელიანი ფართო შარვალი ზოლებში შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება მათთვის, ვისაც ვიზუალურად სიმაღლის მომატება სურს. სიტყვაზე, ფრანგი ქალები ამ ხრიკს უკვე დიდი ხანია იყენებენ.



შარვალი მარლენი ან პალაცო ჩვეულებრივი ძალიან მსუბუქი მასალისგან მზადდება. ასე, რომ ასეთი ნიმუშები იდეალურად გამოგადგებათ ზაფხულში, ასევე შემოდგომის დასაწყისში.



აი, შარვლის მოდელი ისრებით სჯობს წლის ცივი სეზონისთვის გადადოთ, რადგან ის საკმაოდ მკვრივი და სტრუქტურული ქსოვილებისგან არის შეკერილი.



რაც შეეხება ფეხსაცმელს, აქ შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე იმოქმედოთ. ფართო შარვალს ერთნაირად უხდება როგორც კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე ექსტრავაგანტული ესპადრელები. იგივე აქსესუარებს ეხება. სიტყვაზე, თქვენ რომელ აქსესუარს დაამატებდით? მოხარული ვიქნებით, ამ საკითხზე თქვენი კომენტარი ვნახოთ.