ანწლის კენკრის ჩაი დემოდეკოზის სამკურნალოდ
„გთხოვთ, დემოდეკოზის სამკურნალო ხალხური მეთოდების შესახებ მიამბეთ, რომელიც ჩემს დას აწუხებს. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა (ძვირადღირებული და ხანგრძლივი) შედეგს არ იძლევა. პატივისცემით, ლიუბოვი“.
წერილს პასუხობს ოლგა კომპანიეცი, კრანიოსაკრალური თერაპიის სპეციალისტი.
თუ ქალს დიაგნოზი სწორად დაუსვეს და მას ნამდვილად დემოდეკოზი აქვს, ეს სერიოზული დაავადებაა, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ხალხურ მედიცინაში შემონახულია რეცეპტები, რომლებიც დემოდეკოზის და მსგავსი კანის დაავადებების 90% შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა.
ამისთვის ანწლის ნაყოფი გამოიყენება: 1 ს/კ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და როგორც ჩაი დააყენეთ. 0,5 ჭიქა ჩაი დღეში 4-ჯერ დალიეთ.
ასევე ეფექტურია ჭაობის იელის ნაყენი: 1 ჩ/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 14-20 წუთით დააყენეთ. დღის განმავლობაში დალიეთ.
გახსოვდეთ! ანწლის ნაყენის მიღება 2 თვის განმავლობაში შეგიძლიათ, შემდეგ 1 თვე უნდა შეისვენოთ. ჭაობის იელის ნაყენის მიღება მაქსიმუმ 30 დღით შეიძლება, შემდეგ 1 თვე უნდა შეისვენოთ.
დემოდეკოზის მკურნალობის დროს შეგიძლიათ აკუპუნქტურა, ნემსებით ჩხვლეტა გამოიყენოთ. კონსულტანციისთვის ექიმს მიმართეთ.