რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა: როგორ ვიმკურნალოთ

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა: როგორ ვიმკურნალოთ
„რა სახის დაავადებაა „რევმატოიდული ართრიტი“, რომელიც მაწუხებს? შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს ჩერნობილის ავარიასთან, რომლის ლიკვიდატორიც ვარ? პატივისცემით, ვასილი“.


წერილს პასუხობს ბორის სკაჩკო, კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი და ექიმი ფიტოთერაპევტი.

რევმატოიდული ართრიტი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში არაა. მიზეზი, სავარაუდოდ, ვეგეტატურ-სისხლძარღვოვან დისტონიაში უნდა ეძებოთ. ფაქტიურად, რევმატოიდული ართრიტი (როგორც პოლიართრიტი) აუტოიმუნური პროცესით არის გამოწვეული იმის შედეგად, რომ ღვიძლის მუშაობის დარღვევის გამო ტოქსინები ორგანიზმიდან არ გამოდის, მაგალითად, სტრესის შედეგად, რაც ჩერნობილის ავარიას უკავშირდება.

ამ დაავადების დროს დაზიანებული იმუნური სისტემა საკუთარ ცილებს „საკუთრად“ ვერ აღიქვამს. სწორედ ამიტომ, როგორც კი თავისუფალი ტოქსინები წამოიქმნება, რომელთაც ღვიძლი არ გამოდევნის, ისინი ცილებს უკავშირდებიან და სახსრებს აზიანებენ. ორგანიზმი კი ანტისხეულის წარმოებით საკუთარი ცილების განადგურებას იწყებს.

ჩვეულებრივ, აუტოიმუნურ დაავადებას ჰორმონებით მკურნალობენ, რომლითაც იმუნურ სისტემას საკუთარი ცილების განადგურების საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ჰორმონები შედეგებს ებრძვიან და არა მიზეზს.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ღვიძლის მუშაობა უნდა აღადგინოთ, რომ მან სისხლი ტოქსინებისგან გაწმინდოს. კლუბ „ჯანმრთელობის“ მიერ შემუშავებული პრეპარატი „ენერგია“ სისხლს ათხელებს და ღვიძლის მუშაობას ამარტივებს. ხოლო ფიტოპრეპარატი „ფორმულა 1“ სისხლს აქტიურად წმენდს ტოქსინებისა და მოძრავი იმუნური კომპლექსებისგან, რომლებიც სახსრებს აზიანებენ.

სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი, რომელიც ღვიძლს სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდაში დაეხმარება და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. თანაბარი პროპორციით სიმინდის ფუჩეჩი, გულყვითელას ყვავილი, მრავალძარღვას ფოთლები, ჭაობის ბერულას ბალახი და უკვდავას ბალახი აიღეთ. 1 ჩ/კ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 5-7 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ და სრულ გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ. ნაყენი დღის განმავლობაში, ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უშუალოდ ჭამის წინ დალიეთ.