ცხიმი, კოსმეტიკა,სასმელი: როგორ მოვაშოროთ სხვადასხვა სახის ლაქები ტანსაცმელს
დამეთანხმებით მინიმუმ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, როდესაც ახალთახალ სამოს ჩაიცვამ და შემდეგ შემთხვევით საჭმელით, ხელით ან თუნდაც კოსმეტიკით დასვრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იშვიათი სულაც არ არის ნუ ჩავარდებით პანიკაში, არ არის აუცილებელი დაემშვიდობოთ ტქვენი სამოსის პირვანდელ სილამაზეს. ნებისმიერ ლაქის ამოყვანა შესაძლებელია თუ საჭირო ხრიკები გეცოდინებათ. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგიყვებათ ყველაზე გავრცელებული დაბინძურების შესახებ და გასწავლით როგორ გაუმკლავდეთ ასეთ პრობლემებს მარტივად.
დეზოდორანტის ყვითელი ლაქები
დეზოდორანტის ან დეოდორანტის ლაქების ამოყვანა სამოსიდან
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათგანის შეფუთვაზე აწერია რომ ლაქებს არ ტოვებს დროთა განმავლობაში თეთრ სამოსზე მაინც ჩნდება ლაქები. არსებობს მარტივი რეცეპტი რომელიც დაგეხმარებათ ყვითელი ლაქების მოშორებაში. ჩაყარეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი ქვამარილი შემდეგ კი ყვითელი ლაქები ამ ხსნარით გახეხეთ. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ 6% იანი ძმრის ხსნარი ან ლიმონის წვენი. ამ პროცედურების შემდეგ საჭიროა სამოსი გარეცხოთ ჩვეულებრივ წყალში. დაიმახსოვრეთ, რომ უკანასკნელი ორი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მხოლოდ თეთრი სამოსის გარეცხვა, სხვა შემთხვევაში სამოსი ფერს დაკარგავს.
ხელის ლაქები
ხელის ლაქების ამოყვანა სამოსიდან
ამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლაქის ამოსაყვანად თქვენ გამოგადგებათ სპირტი ან 6% ძმარი, უბრალოდ შეაზილეთ ის ლაქას. თუ სპირტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფერის სამოსზე ძმარი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თეთრ სამოსზე. ამ პროცედურის შემდეგ ჩაალბეთ სამოსი ცივ წყალში და გარეცხეთ ის.
ყავის ან სხვა სასმელის ლაქები
ყავის ან სხვა სასმელის ლაქების ამოყვანა სამოსიდან
ამ კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ შოკოლადის ლაქებიც. თქვენ უნდა მოამზადოთ ხსნარი 1 სუფრის კოვზი ქაფურის სპირტისგან და 1 ლიტრი ადუღებული წყალით. რბილი ღრუბელით ფრთხილად ამორეცხეთ ლაქები, წრიული მოძრაობებით, კიდეებიდან ცენტრისკენ მოძრაობებით. ამის შემდეგ გაავლეთ სამოსი ცივ წყალში და გარეცხეთ. აღსანიშნავია, რომ ჩაის ლაქა შეუძლია ამოიყვანოს საკმაოდ მოულოდნელ ინგრედიენტს - შაქარს! უბრალოდ შაქარი მოაყარეთ ლაქას, შემდეგ კი გარეცხეთ.
ცხიმის ლაქები
ცხიმის ლაქების ამოყვანა ტანსაცმელიდან
ოხ, როგორ უყვარს ზეთს ტაფიდან ამოხტომა! თუმცა ამ უსიამოვნო ლაქებთან გამკლავება მაინც შესაძლებელია. მაშინთვე ამოაყარეთ ლაქას კბილის ფხვნილი, ბავშვის პუდრა ან ტალკი. დააფარეთ სუფთა ფურცელი და დაადეთ ზემოდან რაიმე მძიმე საგანი. რამოდენიმე საათში დასვრილი არე უნდა დაფერთხოთ და გაასუფთაოთ. შემდეგ კი უბრალოდ გარეცხოთ. ცხიმის ლაქის ამოყვანაში ასევე დაგეხმარებათ სარეცხის საპონი. თუ ლაქა უკვე შეაშრა დაასხით მას თბილი გლიცერინი, გახეხეთ და შემდეგ გარეცხეთ. ბამბისს სამოსზე შეგიძლიათ დაიხმაროთ ქაფურისა და წყალის ხსნარი, რომელზეცაც ზემოთ მოგიყევით.
კოსმეტიკის ლაქები
როგორ მოვაშოროთ კოსმეტიკის ლაქები ტანსაცმელს
ტონალური კრემის ლაქები რეგულარულად რჩება მაისურის საყელოებსა და მაიკებზე. ხოლო ტუჩსაცხისა და ტუშის ლაქები აუცილებლად აღმოჩნდება საყვარელი ადამიანის სამოსზე. ისეთი კოსმეტიკის ლაქები, რომელიც ცხიმს შეიცავს შორდება ისევე როგორც ჩვეულებრივი ცხიმის ლაქები. ხოლო თუკი თქვენ დაისვარეთ ისეთი კოსმეტიკით რომელშიც ცხიმი არ არის, მაშნ უნდა გამოიყენოთ ხსნარი 1 სუფრის კოვზი ქაფურის სპირტისა და 1 ლიტრი ადუღებული წყალით. ეს მეთოდი გამოგადგებათ ბამბის, შალის სამოსზე. მას შემდეგ რაც ლაქას ხსნარით დაამუშავებთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გარეცხეთ.
როგორ მოვაშოროთ ლაქები ტანსაცმელს
ახლა თქვენ უკვე იცით როგორ ებრძოლოთ ყველაზე აუტანელ და უსიამოვნო ლაქებს. თუ თქვენც გაქვთ საკუთარი მეთოდი ლაქებთან საბრძოლველად მოგვიყევით მის შესახებ კომენტარებში.