ქიმწმენდა სახლის პირობებში:როგორ მოვაშოროთ თეთრ ტანსაცმელს ოფლის კვალი?!
როდესაც საყვარელი თეთრი მაისურის იღლიებთან ან საყელოზე ყვითელი ლაქები ჩნდება გული გვისკდება. ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ჩვეულებრივი რეცხვით ამ ლაქებს ვერ ამოიყვანს. არც სუპერსაშუალებები,რომლებიც მაღაზიებში იყიდება არ იძლევიან არანერ გარანტიას. fpaparazzi გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებშიც კი მოშოროთ ოფლის ლაქები ტანსაცმელს.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ძმარი
0,5 ჭიქა სოდა
1 სუფრის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი
გამოყენების ინსტრუქცია:
ყველამ კარგად ვიცით, რომ ყვითელ ლაქებს ოფლი იწვევს. სინამდვილეში კი ეს ალუმინზე დაფუძნებული დეზოდორანტებისა და ოფლის ურთიერთქმედებაა. ლაქების მოსაშორებლად, საჭიროა ტანსაცმელი მინიმუმ 20 წუთით ჩავალბოთ ტაშტში ძმრისა და ორი ჭიქა თბილი წყლის ნაზავით.
ახლა ავურიოთ სოდა, მარილი და წყალბადის ზეჟანგი ფაფის მიღებამდე. ამოვიღოთ ტანსაცმელი წყლიდან და ოდნავ გავწუროთ. გავაფინოთ სწორ ზედაპირზე და წავუსვათ ლაქებს სოდისაგან დამზადებული პასტა. დავტოვოთ კიდევ 20 წუთით.
დარჩენილია დამუშავებული ტანსაცმლის გარეცხვა ჩვეულებრივ, სარეცხის მანქანაში. თუ ტანსაცმლის გარეცხვა არ შეიძლება, უნდა მივმართოთ მშრალ ქიმწმენდას, რომელსაც ასევე თავისი წესები აქვს.