ბებიის რეცეპტით მომზადებულმა ნივრის წყალმა ფეხზე დამაყენა. მთელი რიგი დაავადებისთვის!

ბებიის რეცეპტით მომზადებულმა ნივრის წყალმა ფეხზე დამაყენა. მთელი რიგი დაავადებისთვის!
ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ პრაქტიკულად ყველამ იცის, როცა იმუნიტეტის გაძლიერების ან გრიპთან ბრძოლის საკითხი დგება. ნივრის სხვა სასარგებლო თვისებები ნაკლებად არის ცნობილი, და სულ ტყუილად...
ბებიის რეცეპტით მომზადებულმა ნივრის წყალმა ფეხზე დამაყენა. მთელი რიგი დაავადებისთვის!


მხოლოდ 2 კბილი ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი 1 ჭიქა თბილ წყალში დაყენებული, მთელი რიგი დაავადებისგან გიხსნით. რთულია დაიჯეროთ, მაგრამ ეს მარტივი რეცეპტი ნამდვილად მუშაობს. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა გამოიყენოთ სამკურნალო სასმელი

ნივრის წყალი

აი როგორ მოვამზადოთ ნივრიანი წყალი, რომელი დაავადებისთვის არის მისი მიღება აუცილებელი და რომლის დროს მისი დალევა არ ღირს. 



ინგრედიენტები

  • 2-3 კბილი ნიორი

  • 3 ნაჭერი ახალი ლიმონი

  • 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი

  • 1 ჭიქა თბილი წყალი


მომზადება

1. ნივრის კბილი მოამზადეთ და თხლად დაჭერით. 

2. დაჭრილი ნიორი შესაბამის ჭურჭელში მოათავსეთ. რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. 

3. 15 წუთით დააყენეთ. 

4. გადაწურეთ და იმწამსვე დალიეთ. 

ისმის კითხვა: ნივრის ნაყენის რეცეპტი სწორედ ამ ორ პროდუქტს რატომ შეიცავს? ნიორი - ერთ-ერთი საუკეთესო ანტიმიკრობული საშუალებაა, ის ეფექტურად ასუფთავებს სისხლძარღვებს, კუჭს, პარაზიტებს ანადგურებს. ლიმონი ორგანიზმს ვიტამინებით კვებავს, შლაკებს გამოდევნის, ცხიმის წვას ხელს უწყობს, სახის ფერს აუმჯობესებს. 



ლიმონში დიდი რაოდენობით შემავალი კალიუმი გულს აძლიერებს, ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ლიმონი მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა. მისი გამოყენება ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს, მისი ფერმენტის გამოყოფას ხელს უწყობს. 



ნივრიანი წყლის რეგულარული გამოყენებესისას გულის დაავადებების, გულის შეტევის და ინსულტის რისკი მცირდება. ნივრიანი წყალი სისხლის შედედების ფორმირების პრევენციას წარმოადგენს. ნიორი სისხლის წნევას ამცირებს და ქოლესტერინი ნორმაში მოჰყავს. 



ყოველდღიურად ნივრიანი წყლის მოხმარების სარგებელი ასევე მოიცავს: ინფექციის მიმართ მაღალ მდგრადობას, სახსრების ტკივილის შემსუბუქება, ღვიძლის და თირკმლების გაუმჯობესება. 



ნივრიანი წყალი რადგან ორგანიზმზე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს, მისი ყოველდღე მიღება რეკომენდებული არაა. 1 ჭიქა ნაყენი კვირაში 2-კერ ჩვეულებრივ საკმარისია, რომ მისი სამკურნალო ძალა იგრძნოთ. 

ნივრიანი წყალი უმჯობესია დილით, საუზმობამდე დალიოთ. თუ თქვენ სისხლის გამათხელებლებს ან წნევის შესამცირებელ მედიკამენტებს ღებულობთ, ნივრიანი წყალი ექიმის კონსულტანციის გარეშე არ დალიოთ, რადგან ის წნევას ამცირებს და სისხლს ათხელებს. 



​ნივრიანი წყლის მიღება - ეფექტური სახლის დიეტაც არის, რომელიც მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის სწრაფად დაწვაში დაგეხმარებათ. ის მეტაბოლიზმს ასტიმულირებს, კალორიების სწრაფად დაწვაში გეხმარებათ, მადას ამცირებს. 

ლიმონი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი, თან მთელი წელი ხელმისაწვდომია.