არასასურველ თმას 2 ინგრედიენტის კომბინაციით ვიშორებ. რამდენიმე წუთი და ხელის მარტივი მოძრაობა საკმარისია.

მართალია, არასასურველი თმის გაჩენა კანზე არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არაესთეტიკური პრობლემა უდიდეს დისკომოფრტს უქმნის ლამაზი სქესის თითოეულ წარმომადგენელს. დღევანდელ სტატიაში მე მინდა მოგითხროთ ერთი აბსოლიტურად ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც ძალზედ ეფექტურია სახის კანიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად, თანაც ამ საშუალებისთვის გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

უკვე დიდი ხანია, რაც რეგულარულად ამ საშუალებას პირადად ვიყენებ და ყოველ ჯერზე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიმედვონებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ს.კ. ჟელატინი;
  • 1 ან ნახევარი სუფრის კოვზი რძე;
  • 1-2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი (არ არის აუცილებელი).

ინსტრუქცია:
  1. ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში.
  2. შეათბეთ მასა მიკროტალღურ ღუმელში 10-15 წამით.
  3. წაისვით ეს საშუალება სპეციალური კოსმეტიკური ჩხირის ან ნებისმიერი თქვენს ხელთ არსებული საშუალების გამოყენებით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე.
  4. მოითმინეთ იქამდე, სანამ ეს მასა სახეზე კარგად არ შეგაშრებათ.
  5. შემხმარი მასა მოიშორეთ ხელით. დარჩენილი ნაწილაკები ჩამოიბანეთ წყლით.

რეგულარულად ჩაიტარეთ ეს პროცედურა და ხანმოკლე დროში არასასურველი თმისგან კვალიც კი არ დარჩება. გსირუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!