არასასურველი თმისგან ხანმოკლე დროში კვალიც აღარ დარჩება! მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო

არასასურველი თმისგან ხანმოკლე დროში კვალიც აღარ დარჩება! მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო
არასასურველი თმა სახის კანზე - პრობლემა, რომელიც ლამაზი სქესის წარმომადგენელთა საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს. როგორც წესი, ქალბატონები მიმართავენ უამრავ ხერხსა და მეთოდს იმისათვის, რომ ამ არაესთეტიკური პრობლემისგან გათავისუფლდნენ. ისინი ხარჯავენ საკმაოდ დიდ თანხას სხვადასხვა კრემებში, ლაზერულ დეპილაციაზე, ცვილზე და ა.შ.

იცოდით, რომ თითოეულ მსგავს პროცედურას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი კანისთვის, ვიდრე სარგებელი?

მაშ ასე, რაში ვეძებოთ ალტერნატივა?

ქალბატონების ერთი, არც თუ ისე დიდი ნაწილი უპირატესობას ხალხურ, 100%-ით ნატურალურ საშუალებებს ანიჭებს. ცნობისთვის, ეს საშუალებები საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სწორედ ერთ-ერთ ასეთ ძალიან ეფექტურ, ახლო აღმოსავლეთის ქალბატონების საიდუმლო რეცეპს, რომლის დახმარებითაც არასასურველ თმას ხანმოკლე დროში გაიქრობთ.

ამ მეთოდის ეფექტურობა მრავალჯერაა შემოწმებული და დამტკიცებული!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი;
  • 2 ჩაის კოვზი მუხუდოს ფქვილი;
  • რძე ან იოგურტი.

მომზადება:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი მინის ქილაში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა აუცილებლად უნდა იყოს ბლანტი.

გამოყენება:

  1. წაისვით ეს საშუალება კანზე თმის ზრდის მიმართულებით.
  2. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთით.
  3. მას შემდეგ, რაც ეს საშუალება სახეზე ბოლომდე შეგახმებათ, მოიშორეთ ის თბილ წყალში დასველებული ბამბით ან რბილი ჯაგრისით.
  4. საუკეთესო შედეგის მისაღწევად გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში მინიმუმ 3-ჯერ.
  5. არასასურველი თმა სახის კანზე ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას და ხანმოკლე დროში მთლიანად გაქრება.