დაგროვებული ცხიმის ლიკვიდირება ძალიან მარტივია, თუ ყოველ დილას უზმოზე ამ სასმელს მიიღებთ.

დაგროვებული ცხიმის ლიკვიდირება ძალიან მარტივია, თუ ყოველ დილას უზმოზე ამ სასმელს მიიღებთ.
როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ჩიას, ლიმონისა და წყლის ნარევი წონის დაკლებაში? სავსებით ნორმალურია, თუ თქვენ ეს შეკითხვა გაგიჩნდათ. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, რა გავლენა აქვს ჩამოთვლილ ინგრედიენტებს ჩვენს ორგანიზმზე და აგიხსნით, თუ რატომ ითვლება ეს სასმელი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოველად.

როდესაც ჩიას თესლს გარკვეული პერიოდით წყალში ვტოვებთ, წარმოიქმნება ჟელესებური ლორწოვანი მასა, რომელიც ეფინება ჩვენი კუჭის კედლებს და გვანიჭებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოცემულ სასარგებლო პროდუქტში შემავალ დიდი რაოდენობით უჯრედისს, ცილებსა და კალციუმს შეუძლია მთელი ორგანიზმის გაჯანსაღება. რაც შეეხება ლიმონს, რომელიც დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი რეცეპტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს ორგანიზმს ნარჩენებისგან და ტოქსინებისგან, ეს კი აუცილებელი წინაპირობაა ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად.

სასმელი ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

საშუალება, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, უნდა მიიღოთ დილით, გაღვიძებისთანავე. ის დატვირთავს ორგანიზმს დიდი ენერგიით და მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში საკვებზე ძალიან მცირე მოთხოვნა გექნებათ.

ინგრედიენტები:
  • 300 მლ გაფილტრული წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი;
  • 1 ლიმონის ახლადგამოწურული წვენი;
  • თაფლი.

დამზადებისა და მიღების წესი:

საშუალო ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი ჩიას თესლი, დაასხით 100 მილილიტრი წყალი და დატოვეთ ერთი საათით. როდესაც სითხეში ჟელესმაგვარი მოყვითალო შეფერილობის მასას შენიშნავთ, ჩაამატეთ მასში დარჩენილი 200 მილილიტრი წყალი და ჩაწურეთ ერთი ლიმონი. ნარევისთვის გემოს გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ მასში სასურველი რაოდენობით თაფლის ჩამატებაც. კარგად გადაურიეთ ნარევს და მიირთვით უზმოზე. გაითვალისწინეთ, ის აუცილებლად უნდა იყოს ახლადდამზადებული.

თუ რეგულარულად ასე მოიქცევით, შეძლებთ ყაბზობის დამარცხებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორებას. მისი მიღების შემდეგ თქვენ საგრძნობლად დაგიქვეითდებათ მადა და მარტივად შეძლებთ მის გაკონტროლებას.