მე რეგულარულად უნიტაზში თეთრ ძმარს ვასხამ. გადავწყვიტე, ამ მარტივი ხრიკის შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო.
დიასახლისებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად რთულია სახლში სისუფთავის შენარჩუნება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ვანა-ტუალეტზე მიდის. მიუხედავად წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებისა, ჩვენ სასურველი შედეგის მიღება მაინც გვიჭირს, თანაც მავნე ნივთიერებებითა და ქიმიკატებით გაჯერებული საყოფაცხოვრებო პროდუქტები საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა.
ვანა-ტუაელტის დასასუფთავებლად და აქ ბინადარი მილიარდობით მიკრობის გასანადგურებლად სულაც არ არის საჭირო სპეციალური ქიმიკატების გამოყენება. სასურველი შედეგის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთი ნატურალური პროდუქტით, რომელიც უკვე მოიპოვება თქვენს სახლში - თეთრი ძმარი.
თეთრი ძმარი შეიცავს უნიკალურ მჟავას, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა ბაქტერიის უჯრედულ მემბრანაზე და ანადგურებს მას. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი საუკეთესოა უნიტაზის გასაწმენდად, რომელზეც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბაქტერია და მიკრობი ბინადრობს.
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი
ინსტრუქცია:
გარდა ამ მარტივი პროცედურისა, რეკომენდებულია რეგულარულად უნიტაზის წყლის ავზში თეთრი ძმრის ჩამატება. ასე თავიდან აირიდებთ სამომავლოდ ბაქტერიების გამრავლებას.
კიდევ რამდენიმე მარტივი ხრიკი ვანა-ტუალეტისთვის:
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი ხრიკის შესახებ.

- 1 ლიტრი თეთრი ძმარი;
- ტუალეტის ქაღალდი;
- სპრეი-ბოთლი;
- უნიტაზის ჯაგრისი.
ინსტრუქცია:
- 500 მილილიტრი თეთრი ძმარი ჩაასხით უნიტაზში.
- სპრეი-ბოთლი გაავსეთ დარჩენილი ძმრით და კარგად მიაპკურეთ უნიტაზის კედლებს.
- თეთრ ძმარში დასველებული ქაღალდით კარგად გაასუფთავეთ პლასტმასის დასაჯდომები.
- ძმარი, რომელიც ბოთლში დაგრჩებათ, ჩაღვარეთ უნიტაზში.
- სპეციალური ჯაგრისის გამოყენებით კარგად გახეხეთ მისი კედლები.
- დატოვეთ ძმარი სამოქმედოდ მაქსიმალურად დიდი დროით და შემდეგ რამდენჯერმე ჩარეცხეთ.