ასპირინის გამოყენების 15 არაორდინალური გზა. ინფორმაცია, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივარ.

ასპირინის გამოყენების 15 არაორდინალური გზა. ინფორმაცია, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივარ.
უბრალო ასპირინი, რომელიც თეთრებად ფასობს, გამოიყენება სიცხის დასაწევად, თავის ტკივილის მოსახსნელად და ანთებითი პროცესების ჩასახშობად. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თუ სინამდვილეში რამდენად ფართოა ამ სააფთიაქო პრეპარატის გამოყენების სპექტრი. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უბრალო ასპირინის გამოყენების 15 საოცრად სასარგებლო გზას. ამ ინფორმაციას არაერთხელ ვუხსნივარ რთული სიტუაციებიდან.

  1. გამონაყარი



    ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე იაფი პრეპარატია, რომელიც ეფექტურად ებრძვის გამონაყარს. დაფქვით რამდენიმე აბი ეს პრეპარატი და ჩაამატეთ ის მცირეოდენ წყალში ან ლიმონის წვენში. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით კანის პრობლემურ მოანკვეთებზე დღის განმავლობაში 2-ჯერ ან 3-ჯერ. საოცარი ეფექტი გარანტირებულია!

  2. საშუალება ქავილის წინააღმდეგ



    თუ ერთ აბ ასპირინს დაფქვავთ და მასში იმ რაოდენობით წყალს ჩაამატებთ, რომ წარმოიქმნას პასტისებრი მასა, თქვენ მიიღეთ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც სწრაფად მოგიშუშებთ მწერების ნაკბენს და ეფექტურად გაუმლავდება ქავილის აუტანელ შეგრძნებას.

  3. სახის კანის პილინგი



    პილინგ პროცედურა ასპირინის გამოყენებით ეფექტურად გაწმენდს კანს, გაათანაბრებს მის ტონს, გააგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს და შეკუმშავს ფორებს. ამ საოცარ ეფექტის მისაღებად თქვენ უნდა დაფქვათ ასპირინის რამდენიმე აბი და ჩაამატოთ მასში იმ რაოდენობით წყალი, რომ წარმოიქმნას პასტისებრი მასა. მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე ნელი წრიული მოძრაობებით, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება. მოცემული პროცედურა უკუჩვენებითია ზედმეტად მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებისთვის.

  4. ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლა



    აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი - არაჩვეულებრივი საშუალება ქერტილს წინააღმდეგ საბრძოლველად. დაფქვით 1 აბი ასპირინი და ჩაამატეთ ის იმ რაოდენობით შამპუნში, რომელიც ერთჯერადად თავის დასაბანად გყოფნით. დაიბანეთ თავი ამ საშუალებით და თქვენ გათავისუფლდებით ქერტილსგან.

  5. ლაქების ამომყვანი საშუალება



    ასპირინი ეფექტურად უმკლავდება ტანსაცმელზე სისხლისა და ოფლის ლაქებს. 1 ჭიქა წყალში გახსენით 4 აბი დაფქული ასპირინი და მიღებული ნარევით დაამუშავეთ ტანსაცმლის დალაქავებული ზედაპირი. დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 3 საათით და შემდეგ გარეცხეთ ტასნაცმელი სარეცხ მანქანაში. ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება.

  6. რბილი და გლუვი ქუსლებისთვის



    ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია ქუსლების ნაზი და რბილი კანით ტრაბახი. რამდენიმე აბი ასპირინი დაფქვით და შეურიეთ იმ რაოდენობით ლიმონის წვენში, რომ წარმოიქმნას ფაფისებრი მასა. მიღებული საშუალება წაისვით ქუსლების დაზიანებულ კანზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ამოიცვით წინდები და მოითმინეთ 4 საათი. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ფეხები და დაიმუშავეთ ქუსლები პემზით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლების კანი საოცრად გლუვი, რბილი, ნაზი და ლამაზი იქნება.

  7. დამჯდარი აკუმულატორის განახლება



    თუ თითო აბ ასპირინის აკუმულატორის თითოეულ განყოფილებაში ჩააგდებთ, შეძლებთ დამჯადი აგრეგატის გაცოცხლებას. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ ასპირინი შედის ქიმიურ რეაქციაში გოგირდის შენაერთებთან.

  8. ნიადაგის დამცველი



    ასპირინის დახმარებით შეგიძლიათ ნიადაგის დაცვა სოკოსა და სხვა მავნებლების გაჩენისგან. ამ შედეგის მისაღებად აუცილებელია რეგულარულად ნიადაგის მორწყვა ასპირინის წყალხსნარით. 5 ლიტრ წყალში გახსენით ასპირინის რამდენიემ დაფქული აბი.

  9. საშუალება თმის შესაღებად



    იმისათვის, რომ შეღებილმა თმამ დიდი ხნით შეინარჩუნოს ფერი, შეგიძლიათ ასპირინის გამოყენება. დაახლოებით ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 6 აბი დაფქული ასპირინი და გაინაწილეთ მიღებული საშუალება მთელ თმაზე. პროცედურიდან რამდენიმე დაახლოებით 2 საათში დაიბანეთ თმა უბრალო შამპუნის გამოყენებით. თუ თქვენ მოცემულ საშუალებას კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ გამოიყენებთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

  10. სიცოცხლის გახანგრძლივება ყვავილებისთვის



    იმისათვის, რომ ყვავილების თაიგულს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, ჩაყარეთ წყლით სავსე ვაზაში რამდენიმე აბი დაფქული ასპირინი.

  11. ნიჟარის გაწმენდა



    ძალიან ცოტა ადამიანმა ტუ იცის, რომ უბრალო ასპირინის გამოყენებით ძალიან მარტივია ნიჟარისა და აბაზანის გაწმენდა სიბინძურისგან. რამდენიმე აბი ასპირინისგან დაამზადეთ ფხვნილი, შეურიეთ ის სპეციალურ სარეცხ საშუალებაში, რომელსაც იყენებთ და შეუდექით ნიჟარის წმენდას.

  12. ფრჩხილების გამაგრება და გაჯანსაღება



    ფრჩხილებიდან ყვითელი ნადების მოშორება და მათი გამაგრება ძალიან მარტივია ასპირნის გამოყენებით. მოამზადეთ რამდენიმე აბი დაფქული ასპირინისგან, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილისგან, რამდენიმე წვეთი A ვიტამინისგან და 1 ჭიქა თბილი წყლისგან ხელების აბაზანა. მოათავსეთ ფრჩხილები ამ ნარევში და მოითმინეთ 10 წუთი.

  13. ჩაზრდილი თმის მოშორება



    ჩაზრდილი თმის საწინააღმდეგო საშუალების დასამზადებლად დაფქვით რამდენიმე აბი ასპირინი და შეურიეთ ის მცირეოდენ ქოქოსის ზეთში. მიღებული მასა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე სასურველი შედეგის მიღებამდე.

  14. მილების წმენდა



    სულ რამდენიმე აბი ასპირინი საკმარისია დაბინძურებული და გაჭედილი მილების გასაწმედად. დაფქვით 2 ან 3 აბი ასპირინი, ჩაყარეთ ის მილში და ჩაასხით ძმარი. სულ რამდენიმე წუთში მოუშვით ონკანი და ისიამოვნეთ მიღებული შედეგით.

  15. სკრაბი ტუჩებისთვის



ასპირინსი გამოყენებით შესაძლებელია ტუჩებისთვის არაჩვეულებრივი სკრაბის დამზადება. დაფქვით რამდენიმე აბი ასპირინი, შეურიეთ მასში მცირეოდენი შაქარი, ზეითუნის ზეთი და 6 წვეთი თხევადი E ვიტამინი. წარმოქმნილი ბლანტი კონსისტენციის მქონე მასა წაისვით ნელი მოძრაობებით ტუჩებზე და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

საოცარია, თუ რამდენი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი ისეთი იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სააფთიაქო პრეპარატით, როგორიც ასპირინია, არა?
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!