სასმელი, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში.
ცხიმი - სილამაზის, ჯანმრთელობისა და მათ შორის ფსიქიკის ყველაზე დიდი მტერი. ხშირ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ბრძოლისას ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ იზიანებს ჯანმრთელობას, რაც მოცემული პრობლემისადმი არასწორი მიდგომითაა განპირობებული.
ცხიმმწველი სასმელები - არაჩვეულებრივი გამოსავალი ისეთი რთული სიტუაციიდან, როგორც პრობლემურ ზონებზე ჭარბი რაოდენობით ცხიმოვანი ფენების დაგროვებაა. განსაკუთრებული ეფექტურობით სწორედ ის სასმელები და კოქტეილები გამოირჩევა, რომელთა მთავარ ინგრედიენტს კეფირი წარმოადგენს. მოცემული პროდუქტი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამ გზით ხელს გვიწყობს ცხიმების მოშორებაში.
ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის კიდევ ერთი საოცრად სასარგებლო პროდუქტი ჯანჯაფილია. მრავალი სამეცნიერო კლვევით დამტკიცებულია, რომ ჯანჯაფილი ეფექტურად აჩქარებს წონის კლების პროცესს და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.
კეფირზე და ჯანჯაფილზე დაფუძნებული სასმელები
სასმელი №1
მოათავსეთ ბლენდერში 1 ჩ.კ. გახეხილი ფანჯაფილი, 200 მლ კეფირი და 1 მწიკვი შავი წიწაკა. კარგად გადაურიეთ. მიღებული კოქტეილი მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. ის დაგეხმარებათ მადის გაკონტროლებაში და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში.
სასმელი №2
1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 200 მილილიტრი კეფირი, ნახევარი ბანანი და 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთში (გამოიყენეთ ბლენდერი). მიღებული არომატული კოქტეილით ჩაანაცვლეთ ვახშამი.
სასმელი №3
მოათავსეთ ბლენდერში 1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 200 მლ კეფირი, 1 ჩ.კ. თაფლი და კარგად გადაურიეთ. მზა სასმელი მიიღეთ დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
აირჩიეთ ჩამოთვლილი სამი საშუალებიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!