მცენარეების მტვერზე ალერგიას შეგიძლიათ ისევ მცენარეებით გაუმკლავდეთ.
მცენარეების მტვერი ზოგიერთ ადამიანში ძლიერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. თუ ასეთი რამ თქვენთვის ნაცნობია, გირჩევთ, ალერგიის სეზონისთვის მცენარეთა აყვავებამდე მოემზადოთ. ანდეთ ალერგიის მკურნალობა კვერცხის ნაჭუჭს, მუმიოს, ორკბილას, გულყვითელას და ჭინჭარს.
- ორკბილა ჩაისავით უნდა დააყენოთ 20 წუთით და სურვილისამებრ სვათ. ნაყენი ოქროსფერი უნდა იყოს. დალიეთ ახალი დაყენებული, მისი შენახვა და მოგვიანებით გამოყენება არ შეიძლება.
- გულყვითელას ნაყენი კი ასე მზადდება: აიღეთ 1 სადილის კოვზი ყვავილი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 საათით და გადაწურეთ. სვით 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- ჭინჭრის ნაყენს ასე ვამზადებთ: 2 სადილის კოვზ ბალახს ვასხამთ 2 ჭიქა მდუღარეს და 2 საათით ვაყენებთ. ვსვამთ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
თითოეული ბალახის ნაყენი სვით 3-4 დღე, ერთი სიტყვით, ერთმანეთს შეუნაცვლეთ. ერთი ნაყენიდან მეორეზე გადასვლამდე ერთი დღით შეისვენეთ. - აიღეთ 10 ცალი ახალი თეთრი კვერცხის ნაჭუჭი, მოაცალეთ აპკი, 5 წუთით მოათავსეთ მდუღარეში, გააშრეთ და დაფქვით. შემდეგ დაასხით 10 ლიმონის წვენი და 10 დღით დადგით სიბნელეში. გაწურეთ და დაამატეთ 10 კვერცხის გულისა და 10 სუფრის კოვზი შაქრისგან მომზადებული გოგლიმოგლი, მიღებულ ნაზავს დაასხით 1 ბოთლი კონიაკი და კარგად აურიეთ.
უნდა მიიღოთ 30 მლ, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გამონაყარის გაქრობის შემდეგ ნაყენი კიდევ სამ დღეს მაინც უნდა სვათ, შემდეგ კი შეგიძლიათ 6 თვე შეისვენოთ. საჭიროების შემთხვევაში კურსის განმეორება მანამდეც შეიძლება. - ნაყენისთვის, აუცილებელია ნამდვილი მუმიო შეარჩიოთ. გახსოვდეთ: ნამდვილი მუმიო წყალში ნალექის გარეშე იხსნება.
მუმიოს მიღება სხვაგვარადაც შეიძლება: 1 გრამი უნდა გახსნათ 1 ლიტრ თბილ წყალში და დალიოთ დღეში ერთხელ, დილით. აუცილებლად უნდა მიაყოლოთ თბილი რძე.
მუმიოს მიღებისას გაითვალისწინეთ დასაშვები დოზები: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 50 მლ, 4-დან 7 წლამდე -10 მლ, 8 წელზე უფროსებისათვის - 100 მლ.
მკურნალობის კურსი 20 დღეს გრძელდება.
თუ ალერგია გამწვავებულია, მუმიოს ხსნარი შეგიძლიათ 2-3-ჯერაც მიიღოთ, მაგრამ დასაშვებ დოზას დღის განმავლობაში არამც და არამც არ გადააჭარბოთ.