ზოდიაქოს ეს 6 ნიშანი უბრალოდ ემოციური ბომბები არიან 

ზოდიაქოს ეს 6 ნიშანი უბრალოდ ემოციური ბომბები არიან 
მაშინ როცა ყოველი ადამიანი ემოციებს განსხვავებულად გამოხატავს, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი ემოციურად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვები. ისინი შესანიშნავად აცნობიერებენ და შეუძლიათ საკუთარი ემოციების გამოხატვა, რადგან იციან რომ ემოციურობა ღია და მყარი ურთიერთობის საწინდარია. ამასთან ძლიერმა ემოციამ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ 6 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებიც ყველაზე ემოციურები არიან. 

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვერძი-ქალი ცხოვრებაზე შეყვარებულია. მას მყარი ურთიერთობა აქვს, რადგან ადამიანების ღირებულება იცის, რომლებიც მათ მსგავს ღირებულებებს იზიარებენ. როცა ის საკუთარ ვნებებზე საუბრობს, იმდენად როლებში შედის, რომ ჩანაფიქრის გასახორციელებლად მსმენელს თავისი ენთუზიაზმით და ენერგიით მუხტავს.

მეორე მხრივ, ის მსგავს მდგომარეობაში, როცა უბედურია. ვერძი არავის მისცემს ტკივილის მიყენების უფლებას. ვერძ ქალს შეუძლია სიტყვით ან ქმედებით აგრესია გამოხატოს და საბოლოდ, პრეტენზიული და მომთხოვნი გახდეს, სანამ მას გულწრფელად არ დაელაპარაკებით. არასდროს შეაფასოთ არასწორად ვერძის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი ბრაზი.


კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბს შეუძლია ემოციურობა საკუთარი ინტერესებისთვის ხშირად გამოიყენოს. ის ერთ-ერთი ემოციური ნიშანია და თავისი თანაგრძნობის უნარით ამაყობს. კირჩხიბი იმ ტიპის ადამიანის მიეკუთვნება, რომელმაც იცის, თუ რას გრძნობთ და ხვდება, თუ რა უნდა თქვას რომ თავი უკეთ იგრძნოთ. 

მიუხედავად ამისა, კირჩხიბი თავის ახირებებს უფლებას აძლევს ურთიერთობაში ხელი შეუშალოს. ქალ კირჩხიბს შეუძლია იყოს ძალიან მგრძნობიარე და თქვენი ყველაზე უვნებელი კომენტარი ისე გამოიყვანოს, თითქოსდა სასიკვდილოდ აწყენინეთ. როცა კირჩხიბი ასე იქცევა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მის გვერდით იყოთ. მიეცით ნიშანი, რომ მზად ხართ მოუსმინოთ და მხარი დაუჭიროთ, რომ მან თქვენი ზრუნვა იგრძნოს.


ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწული -  ინტროსპექტიული ნიშანი, რომელსაც უმეტესად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. ის შეიძლება ჩაკეტილ ან ცივსისხლიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მას ემოციების გამოხატვა შეუძლია. ქალწული ხშირად ინიღბება, რომ გარშემომყოფები დაარწმუნოს რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინაც კი თუ შინაგანად განადგურებულია.

რამდენადაც საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულია, ის ხშირად ძალიან მგრძნობიარე ხდება, როცა ყველაფერი სცენარით არ მიდის. მას შეუძლია უმნიშვნელო რამეზე რამდენიმე დღე ინერვიულოს ან დეპრესიაში გადაეშვას. ქალწული ბევრ ენერგიას ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც უყვარს და როცა რაღაც ისე არ ხდება, ტყდება. სანამ შეეკითხებით, თუ მისთვის რისი გაკეთება შეგიძლიათ, მიეცით მას განმარტოების და სიტუაციის გაანალიზების საშუალება, ასე უკეთ ეცოდინება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ცოტა ხნით განმარტოების შემდეგ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.