ზოდიაქოს ყველაზე ემოციური ნიშნების ტოპ-5. და არ თქვათ, რომ არავის გაუფრთხილებიხართ!

ზოდიაქოს ყველაზე ემოციური ნიშნების ტოპ-5. და არ თქვათ, რომ არავის გაუფრთხილებიხართ!
ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ემოციების გულღიად და უშუალოდ გამოხატვა, ზოგი კი ზედმეტ ემოციურობას დაუშვებლად მიიჩნევს. მაგრამ ასეთი ემოციურობა, როგორც ამ 5 ნიშანს, სხვას არავის გააჩნია.

ვერძი

ვერძები სიცოცხლის მოყვარულები არიან. გარს ახვევიათ ადამიანები, რომლებიც მათ ინტერესებს იზიარებენ, ამიტომაც, როდესაც რაიმე აღაფრთოვანებთ, ამას ახლობლები როგორც ენთუზიაზმსა და ვნებას აღიქვამენ. ვერძები ენერგიითა და ქარიზმით მუხტავენ სხვებს, მაგრამ ამასთან ავლენენ ნეგატიური ემოციების სპექრს, როცა რაიმეთი უკმაყოფილონი არიან. შეუძლიათ იყვნენ აგრესიულები და უხეშები.

კირჩხიბი


კირჩხიბი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. კირჩხიბები ხშირად იყენებენ თავიანთ ემოციურობას და უყვართ, როცა ახლობლები თანაუგრძნობენ. ხანდახან მათთან ურთიერთობა რთულია, რადგან პატარა წვრილმანებიც კი სწყინთ. მეორეს მხრივ, ყოველთვის პოულობენ საჭირო სიტყვებს, რათა დაგამშვიდონ და გვერდში ამოგიდგნენ.

ქალწული

ქალწულები საკუთარ თავში არიან ჩაფლულები. უყვართ ფიქრი იმაზე, თუ რას გრძნობენ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა მათ ცხოვრებაში. ძალიან თვითკრიტიკულები არიან, ამიტომ როცა რაიმე ისე არ მიდის, როგორც სურთ, ძალიან განიცდიან. ამ მომენტში, დახმარების შეთავაზების ნაცვლად, უმჯობესია, მარტო დატოვოთ. იფიქრებენ თავიანთ ცხოვრებაზე, აწონ-დაწონიან ყველაფერს და კვლავ რაციონალურები გახდებიან.

მორიელი

მორიელს ვნებიანობაში ვერავინ სჯობნის. იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური ემოცია - მორიელს თავშეკავება არ შეუძლია. ემოციებში სრულად ეშვებიან და ენთუზიაზმით აღავსებენ ყველას. ამიტომ, აგრესიულად განწყობილ მორიელს უნდა ერიდოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს მუდამ სიცოცხლისადმი ოპტიმისტური ხედვა აქვთ და გულუხვად უნაწილებენ პოზიტივს გარშემომყოფებს. მათი მომავლის რწმენა გადამდებია, თუ ხშირად გაატარებთ დროს მათთან. ძალიან ენერგიულები არიან და სწამთ, რომ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო უნდა მიიღო. თუმცა, ვერ იტანენ, როცა ვინმე მათ აზრს არ იზიარებს. მშვილდოსნები დარწმუნებული არიან, რომ ყველას უნდა მოსწონდეთ, და თუ ეს არ გამოსდით, ყველაფერს აკეთებენ, რომ უტაქტო და უხეშები გამოჩნდნენ.