ცნობილი ფსიქოლოგის ტესტი: აირჩიეთ შესასვლელი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ. გაიგეთ თუ რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში

ცნობილი ფსიქოლოგის ტესტი: აირჩიეთ შესასვლელი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ. გაიგეთ თუ რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში
ცნობილ ამერიკელ მწერალს და ისტორიკოს, ჯოზეფ კემპბელს ხშირად უყვარდა თქმა, რომ მღვიმე, სადაც შესვლის გეშინიათ, ინახავს საგანძურს, რომელსაც ეძებთ. მან ადამიანის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო კვლევა ჩაატარა. როგორც კემპბელი ირწმუნებოდა, ადამიანი ნამდვილად ბედნიერი რომ გახდეს, მან თავისი შიში აუცილებლად უნდა მიიღოს, გაიგოს მათი არსი და შიში შეწყვიტოს. 
ეს დაეხმარება ადამიანს თავის იდეალებს მისდიოს. კარგად ცნობილი ფსიქოლოგი კლიფორდ ლაზარუსი კემპბელის აზრს ბოლომდე იზიარებდა. ის თვლიდა, რომ ადამიანები თავად ქმნიან ბარიერებს, რომლებიც მათ საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვაში ხელს უშლით. FPAPARAZZI-ის რედაქცია გირჩევთ, ბოლომდე რომ გაიგოთ თქვენი შიშის შესახებ და უკეთ გაიცნოთ ნამდვილად თქვენი პიროვნების და ბედის შესახებ, ყურადღებით დააკვირდით მოცემულ სურათებს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ!

ტესტის შედეგები:

1. მიტოვებული სახლი

თქვენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ. ჭკვიანი ხართ და ანალიტიკური უნარი გაქვთ. ყველაფერს ისე ხედავთ, როგორც სინამდვილეში არის და ელოდებით, რომ სხვებიც ისე მოიქცევიან, როგორც თქვენ. შპალერით დაფარული კედლები უბრალოდ მიუთითებს რომ თქვენ ემოციური და სულიერი ბარიერით შემოიფარგლეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირს. სინათლე მიანიშნებს რომ თქვენ ამ ბარიერის დასამსხვრევად მზად ხართ. ბევრი მეგობარი არ გყავთ, მაგრამ ისინი ნამდვილები არიან. ეძებთ ემოციურ კმაყოფილებას. ეს თქვენთვის აუცილებელია, რომ ვინმესთან ურთიერთობა დაიწყოთ, მაგრამ თქვენ ღრმა, გულიდან წამოსული ურთიერთობა გჭირდებათ. 


2. კიბეები სარდაფში ან სახურავზე

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფლება და ცხოვრებით ბოლომდე ტკბობა გსურთ. გზა ამ კიბეებზე წარმოადგენს თავის დამარხვის სიმბოლოს. თქვენ სიკვდილის გეშინიათ, რადგან არ იცით რა მოგელით შემდეგ. თქვენ კარგი ჯანმრთელობა გსურთ. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავზე ზრუნვა: მიირთვით ჯანსაღი საკვები და ხანგრძლივად ისეირნეთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს და უყვარს ცხოვრება. ყოველთვის დააფასეთ საკუთარ თავი და საგანძურს აუცილებლად იპოვით!


3. ყინულის გამოქვაბული

თუ ყინულის გამოქვაბულში შესვლის  უბრალოდ წარმოდგენაც გაშინებთ, თქვენ, სავარაუდოდ, ემოციური ძიების პერიოდს გადიხართ. ეს იმას ნიშნავს რომ გეშინიათ ისეთი გრძნობების, როგორიცაა მწუხარება და იმედგაცრუება. ასევე მოგწონს ის რომ თქვენ მარტო ხართ. თუ ნათელ მხარეს შევხედავთ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი დრო დაიწყო. ნამდვილად ის ადამიანი ხართ, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა სურს. და ამით ნამდვილად ბედნიერი ხართ. თქვენ ბევრი მოთხოვნები გაქვთ და არ მოგწონთ ძალიან მჭიდრო კავშირები, გიყვართ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. სავარაუდოდ, თქვენ ამ მღვიმეში სიყვარულს ეძებთ და არა უბრალოდ მეგობართან ან ოჯახის წევრთან სიყვარულზე საუბარს და კარგ ურთიერთობას.