თუ ფეხები ხშირად გიშუპდებათ, ეს ვარიკოზის ნიშანია. გადაჭერით პრობლემა შემოწმებული საშუალებებით.

თუ ფეხები ხშირად გიშუპდებათ, ეს ვარიკოზის ნიშანია. გადაჭერით პრობლემა შემოწმებული საშუალებებით.
ვარიკოზი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც დღესდღეობით ახალგაზრდებშიც ვხვდებით. თუ პრობლემა პროგრესირებადია და მას დროულად არ მივხედავთ, კიდურების საშინელი შეშუპება გარანტირებულია. საქმე იმაშია, რომ სისხლძარღვების მუშაობაში მცირე დარღვევის დროსაც კი ფერხდება მათი გამავლობა, არხები ბინძურდება და წარმოიქმნება საცობები, რის შედეგადაც სისხლი ნორმალურად აღარ მიმოიქცევა.



ყველაზე ხშირად ამ უსიამოვნო პრობლემის გამომწვევი მიზეზი სწორედ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილია. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ვარიკოზს სწორად და მიიღოთ სასურველი შედეგი ხანმოკლე დროში. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.



როგორ ვუმკურნალოთ ვენების ვარიკოზს და კიდურების შეშუპებას

თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდით ჯდომის შემდეგ კიდურები ხშირად გიშუპდებათ - ეს ვარიკოზის უტყუარი ნიშანია. გარდა ვარიკოზისა, ამ უსიამოვნო პრობლემის გამოწვევა შეუძლია გულის ან თირკმლის უკმარისობასაც. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, პირველ რიგში გამოიკვლიოთ საკუთარი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ შედუგეთ მკურნალობას.



ადამიანები, რომლებიც ვარიკოზისგან იტანჯებიან, თუმცა ყოველდღიურად ბევრი მოძრაობა უწევთ, შეშუპებისგან ძალიან იშვიათად იტანჯებიან. ყოველივე ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მოძრაობის დროს ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, იზრდება წნევა და ლიმფა სისხლან ერთად გაცილებით მარტივად გადაადგილდება სისხლძარღვებში.

შეშუპებასთან ერთად, ვარიკოზს ხშირად ახლავს უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნება კიდურებში, ხშირი კრუნჩხვები და ქავილის აუტანელი შეგრძნებაც კი. საბედნიეროდ, არსებობს არაერთი მეთოდი, რომელთა დახმარებით ამ უსიამოვნო პრობლემის გადაჭრა ხანმოკლე დროშია შესაძლებელი. დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამ მეთოდების შესახებ გიამბობთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, ვარიკოზის დროს კატეგორიულად აკრძალულია თამბაქოს მოხმარება და სპირტიანი სასმელების მიღება. ასე პრობლემა მხოლოდ გამწვავდება და ის მკურნალობას არ დაექვემდებარება.

როგორ დავამარცხოთ ვარიკოზი

  • მიიღეთ სპეციალური სააფთიაქო პრეპარატები, რომლებსაც ვენები და სისხლძარღვები ტონუსში მოჰყავს. მათი დახმარებით სისხლი და ლიმფა გაცილებით მარტივად გადაადგილდება. მსგავსი სააფთიაქო საშუალებების მიღებამდე, რა თქმა უნდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.



  • მოამზადეთ ვარიკოზის საწინააღმდეგო ნატურალური მალამო დამოუკიდებლად. შეურიეთ ერთმანეთში ალოეს წვენი, თაფლი და გახეხილი სტაფილო თანაბარი პროპორციებით. ეს საშუალება ეფექტურად ებრძვის ვენების გაგანიერებას და მინიმალურ დროში გვაძლევს სასურველ შედეგს. წაისვით ეს მალამო კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ.



  • სპეციალური საცვლების ტარება არაჩვეულებრივი გზაა შეშუპებისგან თავის დასაღწევად. საცვლები, რომლებიც უნარჩუნებს ტონუსს კუნთებს, განაპირობებს ქსოვილებში დაგროვებული ზედმეტი სითხის გამოდევნას და ამ გზით გვაშორებს შეშუპებას.



  • ვარიკოზის მკურნალობისას არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს თაფლი. თუ თქვენ მომადუნებელი, გრილი აბაზანის შემდეგ სხეულის პრობლემურ მონაკვეთებს თაფლით დაიმუშავებთ, ხანმოკლე დროში შეძლებთ შეშუპების დამარცხებას. გარდა უშუალოდ თაფლის გამოყენებისა, ვარიკოზის სამკურნალოდ ძალზედ ეფექტურია ფუტკრის ცვილის, პროპოლისისა და ზიეთუნის ზეთის ნარევი პროპორციებით 2 : 1 : 1.



  • გამონახეთ ყოველდღიურად საკმარისი დრო ფეხით ან ველოსიპედით სასეირნოდ, იარეთ აუზზე, დაკავდით იოგით და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით, რათა მინიმალურ დროში შეძლოთ ვარიკოზისა და შეშუპების დამარცხება. გახსოვდეთ, ფიზიკური აქტივობის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში, რაც სასარგებლოდ ისახება ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე.



შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე, თუ გსურთ, პრობლემამ გაცილებით რთული სახე არ შეიძინოს. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან!