თანამედროვე კონკიები: გოგონები ღარიბი ოჯახიდან, რომლებიც აღმოსავლეთის პრინცებზე გათხოვდნენ

თანამედროვე კონკიები: გოგონები ღარიბი ოჯახიდან, რომლებიც აღმოსავლეთის პრინცებზე გათხოვდნენ
ბავშვობაში ყველა გოგო ოცნებობს პრინცზე, რომელიც მასთან თეთრ ცხენზე ამხედრებული მივა და სადღაც წაიყვანს. ყველაზე ხშირად ასეთი სურვილები წარსულში რჩება და ამის შესახებ ივიწყებენ. თუმცა არსებობს ქალები, რომელთაც ნამდვილად გაუმართლათ და მათ კონკიას ბედი გაიმეორეს. FPAPARAZZI-ის რედაქცია დღეს მათ შესახებ გიამბობთ.

ნატალია ალიევა

გოგონა წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის, მაგრამ ბელარუსიაში, ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტად მუშაობდა. სწორედ აქ სპორტული სროლის შეჯიბრებაზე დუბაის ემირის ძმისწული საიდ ალ-მაკტუმი ჩამოვიდა. 

თანამედროვე კონკიები: გოგონები ღარიბი ოჯახიდან, რომლებიც აღმოსავლეთის პრინცებზე გათხოვდნენ



უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მილიონერი და პოლიტიკოსი სახლში არა მხოლოდ საპრიზო ადგილით, არამედ საცოლით დაბრუნდა. ნატალია საიდის მეორე ოფიციალური ცოლი გახდა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 5 შვილი ჰყავდა. რამდენიმე დროის შემდეგ ნატალიამ შეყვარებულს ქალიშვილი აჩუქა. 






შეიხა მოზა

ამ ქალს საკმაოდ მოკრძალებული წარმომავლობა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ყატარის პრინცის ცოლი გამხდარიყო. ახლა მას რამდენიმე განსხვავებული თანამდებობა უკავია, ხოლო ჩინისა და მიღწევების სიის გადახედვას საუკუნე დასჭირდება.