მომავალი დედა დარწმუნებული იყო, რომ ტყუპებს ელოდებოდა. განმეორებით ექოსკოპიაზე ექიმებმა უცნაური სიახლე შეატყობინეს
მირანდა და ჯოშ კროუფორდები უკვე წლებია ერთად ცხოვრობენ. მათ შვილის ყოლა ძალიან უნდოდათ, მაგრამ დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად წყვილის ოცნება ახდა. მირანდამ ჯანმრთელი გოგონა ჯოსლინი გააჩინა.
ერთი წლის შემდეგ, კროუფორდებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას და ან ძმა სჭირდებოდა. მათ დახმარებისთვის კვლავ ხელოვნური განაყოფიერების საავადმყოფოს მიმართეს.
ისევე როგორც ადრე, მირანდას საშვილოსნოში ორი ემბრიონი შეუშვეს (პირველი ორსულობის დროსაც ორი ემბრიონი შეუშვეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა). მეორე მცდელობა უფრო წარმატებული აღმოჩნდა და ორივე ემბრიონი გადარჩა. ექიმებმა უთხრეს, რომ ტყუპებს ელოდნენ. წყვილი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო.
თუმცა, პირველმა ექოსკოპიამ ძალიან გაურკვეველი სურათი აჩვენა, ამიტომ განმეორებითი ექოსკოპიის გაკეთება გადაწყვიტეს. შედეგმა ყველა გააოცა! აღმოჩნდა, რომ მირანდა ორ წყვილ იდენტურ ტყუპებზე იყო ორსულად! "ყველა ექიმი, ისევე როგორც ჩვენ, გაოცებული იყო. კონსულტაციაზე მეუბნებოდნენ, რომ წარმატებული განაყოფიერების შედეგი მხოლოდ 60%-ია, აქ კი 200%-იანი შედეგი იყო" - იხსენებს მირანდა.
"ჩემ პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს. ჩვეულებრივი განაყოფიერების დროსაც კი ორი წყვილი იდენტური ტყუპის გაჩენის შანსი 10 000-ში მხოლოდ 1-ია. რა უნდა ვთქვა ხელოვნურ განაყოფიერებაზე" - ჰყვება კროუფორდის ექიმი. 35 წლამდე ასაკის ქალებში ყოველთვის ორი ან ერთი ემბრიონი შეყავთ. როგორც ჩანს მირანდას შემთხვევაში პროცედურად საკმაოდ სწორად იყო შესრულებული და ტალღამ ერთ ადგილას ორჯერ დაარტყა.
კროუფორდები, რომლებიც ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდნენ, საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ! ოთხი ტყუპის შესახებ როცა გაიგეს, ცრემლები ვერ შეიკავეს. "გვეშინოდა, რომ საერთოდ მუცელი მოეშლებოდა, აქ კი...პირველად პანიკაში ვიყავით. არ ვიცოდით ასეთი რაოდენობის ბავშვებს როგორ უნდა გავმკლავებოდით"- ამბობს ცოლ-ქმარი.
ოთხ ბავშვზე ორსულობას ყოველთვის მაღალი რისკი ახლავს, მაგრამ მირანდასა და ჯონისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. ორსულობის 34-ე კვირას ამქვეყნად ულამაზესი ბავშვები დაიბადნენ: მია, მედისონი, ჯექსონი და ჯეიმსი.
მშობიარობამ კარგად და მშვიდად ჩაიარა, ყველა ბავშვი ჯანმრთელი და ნორმალური წონის დაიბადა. "ისინი სრულიად ჯანმრთელი იყვნენ და 2-3 კგ-ს იწონიდნენ" - ჰყვება ჯოში.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. პატარები საგრძნობლად წამოიზარდნენ. ახლა კროუფორდების ოჯახი არა სამი, არამედ შვიდი წევრისგან შედგება!
მიუხედავად იმისა, რომ წყვილისთვის ამდენი ბავშვის მოვლა მარტივი არაა, ისინი თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობენ!