ცილის ნიღბები ბოტოქსს ეფექტურობით არ ჩამოუვარდება, თუ ყოველ მეხუთე დღეს წაისვამთ თხელ ფენად.

ცილის ნიღბები ბოტოქსს ეფექტურობით არ ჩამოუვარდება, თუ ყოველ მეხუთე დღეს წაისვამთ თხელ ფენად.
დღესდრეობით მარტივადაა შესაძლებელი ნებისმიერ აფთიაქში და კოსმეტიკურ მაღაზიაში კანის გამაახალგაზრდავებელი სპეციალური კრემების შეძენა, თუმცა გარდა იმისა, რომ მათი უმრავლესობა შეიცავს მძიმე მეტალებს და ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სხვა ნივთიერებებს, ისინი ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს, თანაც საკმაოდ ძვირად ფასობს.

დღევანდელ სტატიაში "Fpaparazzi"-ს რედაქცია გთავაზობთ საოცრად ეფექტურ ლიფტინ-ნიღაბს, რომლის დამზადებასაც დამოუკიდებლად შეძლებთ სახლის პირობებში. მისი ეფექტით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ბანანი;
  • 1 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი;
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი;
  • 1 კვერცხის ცილა (აუცილებლად ათქვეფილი).

ინსტრუქცია:

  1. დასრისეთ ბანანი ჩანგლის გამოყენებით. მიღებულ ფაფისებრ მასაში შაამატეთ ჯანჯაფილი და ზეითუნის ზეთი.



  2. კარგად ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და ჩაამატეთ ის გამზადებულ ნარევში. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.



გამოყენება:

1. მიღებული თხევადი კრემი წაისვით თხელ ფენად სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. როდესაც პირველი ფენა ოდნავ შეგაშრებათ, წაისვით მე-2 და მე-3 ფენა. უკანასკნელი ფენა უნდა გაიჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთით.



2. სახეზე მიმხმარი მასა დაარბილეთ ჯერ თბილი წყლით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

3. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია კანზე მკვებავი კრემის წასმა.



უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. მოცემული ნიღაბი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს, კვებავს მას და გამოირჩევა ლიფტინგ-ეფექტით, ანუ ჭიმავს სახის კანს და აგლუვებს ნაოჭებს. გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველ მე-5 ან მე-6 დღეს და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით ნამდვილად კმაყოფილი იქნებით.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!