მან მომავალი მეუღლე ღარიბი კაცისგან გროშებად იყიდა. ქალიშვილის გაზრდის მისმა მეთოდმა მსოფლიო შეაძრწუნა.

მან მომავალი მეუღლე ღარიბი კაცისგან გროშებად იყიდა. ქალიშვილის გაზრდის მისმა მეთოდმა მსოფლიო შეაძრწუნა.
1936 წელს ფრანგი ლუი დიდე 34 წლის იყო. მაშინ მან საკმაოდ უცნაური და მკრეხელური საქმე ჩაიდინა. მან ერთი ღარიბი ოჯახი გადაარჩინა, რომელთაც უმნიშვნელო ცხოვრებისეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფული არ ჰქონდათ. ამის გამო ლუიმ ამ კაცის პატარა გოგონა შეიძინა და შეჰპირდა რომ სათანადო განათლებას მისცემდა და იზრუნებდა. 

პრინციპში ლუიმ სიტყვა შეასრულა. აი მხოლოდ მამაკაცი პატარა ჟანინში მომავალ მეუღლეს ხედავდა. 22 წლის შემდეგ ჟანინმა ლუის გოგონა გაუჩინა, რომლიდანაც მამაკაცმა ნამდვილი სუპერ ადამიანის ან ნახევრად ღმერთის გაზრდა გადაწყვიტა...



მოდის (ასე დაარქვეს ბავშვს) დაბადებიდან სამი წლის შემდეგ ლუიმ ცივილიზაციისგან მოშორებით, დიუნკერკომსა და ლილემს შორის სახლი შეიძინა. სწორედ აქ უნდა განეხორციელებინა მისი უცნაური ექსპერიმენტი. 

მოგვიანებით მოდი ამბობდა, რომ მამას არ უყვარდა, როცა მას თავისუფალი დრო ჰქონდა. გოგონა ყოველთვის რაღაცით დაკავებული უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ოდესღაც როცა ძალიან პატარა იყო, დედასთან ერთად ბაღში თამაშის უფლებას აძლევდნენ. 

ამასთან მოდის მამის ძალიან ეშინოდა. მისი დიდი თავი, მძიმე სხეული და მახვილი მზერა მას აშინებდა. დედისგან დაცვას არ ელოდა. ჯანინი ბატონ დიდეს ღმერთად მიიჩნევდა, რომელსაც აღმერთებდა და სძულდა ერთდროულად. 



მოდისთვის პირველი 18 წელი მშობლიური სახლი ნამდვილ ციხედ იქცა. მამა თვლიდა, რომ ადამიანურ აზროვნებას შეუძლია ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეს, მაგრამ აუცილებელია მუდმივი წვრთნა. ხოლო დიდი სამყაროს "სიბინძურე" მხოლოდ ხელს შეუშლიდა პიროვნებად ჩამოყალიბებაში. 

სუპერ ადამიანი რომ გამხდარიყო, მოდის ნებისმიერი კომფორტის გარეშე ცხოვრებისთვის თავი უნდა გაერთმია. გოგონა სიცივეში მყარ ლოგინზე იძინებდა, ცხელ წყალს მამა დაუშვებელ ფუფუნებად მიიჩნევდა. ჯანსაღ კვებაზე ფიქრი უნდა დაევიწყებინა: ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას თავად უნდა გამკლავებოდა. 



ლუი არაერთხელ ამბობდა: "ცხელი წყალი სუსტებისთვისაა. თუ ოდესმე ციხეში მოხვდები, უნდა აჩვენო რომ ცივი წყალი ვერ შეგაშინებს". ამასთან თავად მამაკაცს ამ "სისუსტის" გამოვლენის არ ეშინოდა. ის საკუთარ თავს უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებულ პიროვნებად მიიჩნევდა, რომელმაც არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცოს.