ეს საყოფაცხოვრებო ხრიკები სამუდამოდ დაგავიწყებთ ლაქებს, არეულობასა და აურზაურს სამზარეულოში.

ეს საყოფაცხოვრებო ხრიკები სამუდამოდ დაგავიწყებთ ლაქებს, არეულობასა და აურზაურს სამზარეულოში.
სამზარეულოსთვის იდეალური სისუფთავის შენარჩუნება თითოეული დიასახლისისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც წესი, ჩვენ უდიდეს ძალისხმევასა და დროს ვხარჯავთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად, რადგან არ ვიცით იმ ხრიკებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დახმარებით ერთი შეხედვით რთული დავალებისთვის თავის გართმევა მინიმალურ დროშია შესაძლებელი.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 რჩევას, რომელსაც პირადად მე უკვე დიდი ხანია ვიყენებ და ყოველ ჯერზე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება

  • მინის ჭურჭლიდან ლაქების მოშორება და მათთვის ბზინვარების მინიჭება ძალზედ მარტივია ყოველგვარი სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების გარეშე. მოგროვებულ თბილ წყალში ჩაამატეთ მცირეოდენი ძმარი და მარილი, შემდეგ კი შეუდექით ჭურჭლის რეცხვას. ისინი ახალივით იბრწყინებს.

    ეს საყოფაცხოვრებო ხრიკები სამუდამოდ დაგავიწყებთ ლაქებს, არეულობასა და აურზაურს სამზარეულოში.

  • ალუმინის ქვაბები ახალივით იბზინებს, თუ მასში აადუღებთ კატროფილის ნაფცქვენებს, ვაშლის კანს ან ძმრის კონცენტრირებულ ხსნარს.



  • ემალის ქვაბებიდან ცხიმის მიმწვარი ლაქების მოშორება ძალიან მარტივია. ჩაასხით მასში ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჩაამატეთ 1 ს.კ. საკვები სოდა და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად და გარეცხეთ ცხელი წყლით.



  • მაცივრის თაროების გასაწმენდად არაჩვეულებრივი საშუალებაა სოდის წყალხსნარი. გახსენით 1 ლიტრ წყალში 4 ს.კ. საჭმელი სოდა, ჩაალბეთ მასში სამზარეულოს ღრუბელი ან ნებისმიერი რბილი ქსოვილი და შეუდექით მაცივრის შიდა კედლებისა და თაროების წმენდას. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია!



  • თუ თქვენი ტაფები და ქვაბები დაბინძურებულია ცხიმის მიმწვარი ლაქებით, არსებობს ერთი მარტივი გზა მათთვის პირვანდელი ბზინვარების დასაბრუნდებლად. მოათავსეთ ჭურჭელში სარეცხი საპონი და დადგით ცეცხლზე. როდესაც ის ბოლომდე გადნება და წარმოიქმნება ზეთისებრი მასა, გადაღვარეთ ტაფიდან და გააპრიალეთ სამზარეულოს ღრუბლით.



  • თუ რძე ხარშვის დროს გადმოგივიდათ და ის მთელ გაზ-ქურას მოედო, მოაყარეთ მას მარილი და დააფინეთ ზემოდან პერგამენტის სველი ქაღალდი. ასე თქვენ თავიდან აირიდებთ უსიამოვნო სუნის გავრცელებას მთელ სახლში და ლაქების წარმოქმნას ქურაზე.



  • თუ გსურთ, ფქვილში მწერებმა არ დაიბინადრონ, ჩააწყვეთ მასში რამდენიემ თავი ნიორი თავის კანთან ერთად.



  • იმისათვის, რომ დანა გაცილებით მარტივად გაილესოს და უფრო ბასრი იყოს, გალესვამდე ჩაალბეთ ის მარილის წყალხსნარში და გამშრალების გარეშე შეუდექით პროცედურას.



  • ხორცსაკეპის გაწმენდა უფრო მარტივი რომ იყოს, ბოლოს გაატარეთ მასში ნედლი კარტოფილი.



  • მინის ახალი ჭიქები ნაკლებად მსხვრევადი და უფრო გამძლე იქნება, თუ მათ ცივ წყალში მოათავსებთ, ნელ-ნელა აადუღებთ და შემდეგ ამავე წყალში გააგრილებთ.



არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო რჩევების გაზიარება დიასახლისი მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!