ყურძნის წიპწა კიბოს მტერია. ამცირებს ქოლესტერინს დონესაც და არეგულირებს წნევას.

ყურძნის წიპწა კიბოს მტერია. ამცირებს ქოლესტერინს დონესაც და არეგულირებს წნევას.
ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ყურძნის წიპწეპის სასარგებლო თვისებების შესახებ არასდროს სმენია. როგორც წესი, ამ არომატული ხილის მირთმევის შემდეგ მის წიპწეპს ვყრით, რაც დაუშვებელია. სწორედ ყუღზნის თესლი (წიპწა) შეიცავს მაქსიმალური რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებსა და საკვებ ნივთიერებებს.



უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ეფექტურად აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდისა და გავრცელების პროცესს. მეტიც, მეცნიერები ამ პროდუქტის ეფექტს ქიმიოთერაპიას ადარებენ, რომლისთვისაც გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი.

ყურძნის წიპწის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

ამ პრდოუქტის შემადგენლობაში შედის ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები - ნივთიერება, რომელიც თავიდან გვარიდებს გულ-სისხძარღვთა სისტემის დავაადებებს, აფერხებს დაბერების პროცესს და ანეიტრალებს გარემომცველი სამყაროს მავნე გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე.



გარდა ანტიოქსიდანტებისა, ყურძნის წიპწები შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოესტროგენებს - მცენარეული ჰორმონები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლი 45 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვისაა.



კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყურძნის თესლში ბიოლოგიურად აქტიური შენაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც აფერხებს მეტასტაზების გავრცელებას ორგანიზმში.

მეცნიერების აზრით, რეგულარულად ყურძნის წიპწების ექსტრაქტის მიღება არაჩვეულებრივია კიბოს სამკურნალოდ და ამ საშინელი დაავადების პროფილაქტიკისთვის. საცდელ ვირთხებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ამ პროდუქტში შემავალი პოლიფენოლები სიმისვნური წამონაზარდების ზრდის პროცესს 67%-ით ამცირებს.



მთელი საქმე იმაშია, რომ ყურძნის წიპწების ექსტრაქტის რეგულარული მიღებით ორგანიზმში წარმოიქმნება არახელსაყრელი გარემო სიმისვნური უჯრედების ზრდა-გამრავლებისთვის. როდესაც დაზიანებულ უჯრედები გამრავლების პროცესში ხანგრძლივი პერიოდით იზღუდებიან, ისინი თავისით იღუპებიან.

როგორ მივიღოთ ყურძნის წიპწები?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის ჭიქა ყურძნის წიპწები;
  • მინის ქილა, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი;
  • სუფთა პირსახოცი.



ინსტრუქცია:

1. კარგად გარეცხეთ ყურძნის წიპწები და შემდეგ გაამშრალეთ სუფთა პირსახოცით.

2. გაშალეთ წიპწები თეფშზე და დატოვეთ 2-3 დღის განმავლობაში.

3. ამ დროის გასვლის შემდეგ დაფქვით თესლები ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით.

4. მიღებული ფხვნილი შეინახეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი.



გამოყენება:

  • 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) წყალში ჩაამატეთ 1 ჩ.კ. მზა ფხვნილი და კარგად მოურიეთ.

  • მიიღეთ ის შინაგანად დღეში 3-ჯერ.

  • მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე.

  • 3 თვის შემდეგ გააკეთეთ 2 თვიანი შესვენება და კვლავ ჩაიტარეთ კურსი.

გარდა სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესის შეფერხებისა, ყურძნის წიპწები ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს წნევას და აღადგენს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიუმჯობესებს ძილის ხარისხს.