კალანჰოე ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას შველის
იშვიათია ადამიანი, სოფლის მძიმე სამუშაოზე წარმოდგენა რომ არ ჰქონდეს. არც მე ვარ გამონაკლისი მაგრამ ბოლო ხანს მუშაობა უფრო და უფრო მიჭირს, განსაკუთრებით - ზაფხულობით, რადგან ვენები მაწუხებს. დღის ბოლოს წვივები საშინლად მტკივა და მიმძიმდება. წამლები, მოგეხსენებათ, დღითი დღე ძვირდება, ამიტომ გადავწყვიტე, სამკურნალო საშუალებები ხალხური რეცეპტებს შორის მეპოვა და ვიპოვე კიდეც. მოვაშენე კალანჰოე და შვებით ამოვისუნთქე.
- ლიტრიანი ბოთლი ნახევრამდე აავსეთ კალანჰოეს წვრილად დაჭრილი ფოთლებით და ბოლომდე შეავსეთ არყით ან 70% - იანი სპირტით. დადგით ბნელ და გრილ ადგილას და დროდადრო შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ საღამოს შეიზილეთ ფეხებში, ტერფიდან დაწყებული თეძომდე. ტკივილი მალე გაგივლით, ვენური ქსელის გასაქრობად მკურნალობა 4 თვე უნდა განაგრძოთ.
- 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ მესამედი ჭიქა. მკურნალობის დროს ერიდეთ ხორცს, თევზს, შემწვარს, ფეხები დღეში 2-ჯერ დაიზილეთ ვაშლის ძმრის ხსნარით, რომელიც ასეთი პროპორციით მზადდება: 2 ჩაის კოვზი ძმარი 1 ჩაის ჭიქა წყალზე.
- უმი პომიდორი დაჭერით და დაიდეთ გაგანიერებულ ვენებზე. გაიჩერეთ, ვიდრე არ დაგიწყებთ წიწკნას. შემდეგ პომიდვრის ნაჭრები მოიშორეთ და ფეხები ცივი წყლით დაიბანეთ. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ ვენები აღარ დაგეტყობათ.
- აიღეთ აბზინდა - 1 წილი, კალანჰოეს ფოთოლი - 4 წილი, ბარამბოს ფოთოლი - 2 წილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მაწონი, კარგად აურიეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ.
თრომბოფლებიტის დროს კარგია მტკივან ფეხზე ოროვანდის, კომბოსტოს, ჭარხლის ახალი ფოთლების დადება, ოციოდე წუთით წამოწოლა და ფეხების მალღა აწევა.