როგორ ჩავდოთ ქინდერ სიურპრიზში ჩვენი საჩუქარი კვერცხის გატეხვის გარეშე. პრაქტიკული ინსტრუქცია.
ქინდერ სიურპრიზი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საბავშვო გასართობად ითვლება. ბავშვები შოკოლადზე უფრო სიურპრიზს ელოდებიან, რომელიც კვერცხში არის მოთავსებული. ცოდვა გამხელილი სჯობს, ზოგიერთი უფროსიც ქინდერის პირადად გახსნაზე უარს არ ამბობს. წარმოიდგინეთ, ქინდერის შიგნით სათამაშო კი არა ნამდვილი ძვირფასი ნივთი რომ იდოს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ თავად გააკეთოთ ქინდერ სიურპრიზი, კვერცხის გატეხვის გარეშე.
პერსონალური ქინდერ სიურპრიზის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
საქმეს ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეთ. თავდაპირველად, მოაცილეთ ფოლგა შეფუთვა, გახევის გარეშე. ამისთვის კვერცხი შუა ხაზის გასწვრივ გახსენით და გვერდზე გადადეთ.
სცადეთ კვერცხი ორ ნაწილად ნახევარზე გაყოთ. თავიდანვე თუ არ გამოგივიდათ დანით ოდნავ ძალა დაატანეთ. პლასტმასის ყუთიდან სათამაშოს დეტალები ამოიღეთ და თქვენი საჩუქარი ჩადეთ.
შოკოლადის კვერცხის დასაწებებლად, დანა 30 წამით მდუღარე წუალში ჩადეთ, შემდეგ კვერცხის ორივე ნახევრის ხაზს შემოატარეთ. ასე შოკოლადი ოდნავ დადნება და ნახევრები ერთმანეთს შეეწებება.
შემდეგ შოკოლადის კვერცხი შეფუთეთ. ისღა დაგრჩენიათ საჭირო ადამიანს აჩუქოთ და მის რეაქციას დაელოდოთ.

- შოკოლადის კვერცხი ქინდერ სიურპრიზი;
- მდუღარე წყალი და ჭურჭელი;
- დანა;
- თავად საჩუქარი;