იოდი გაციების წამალიც ყოფილა. მარტივი და სანდო საშუალება
ამა თუ იმ დაავადებისგან სწრაფად განკურნება ზოგჯერ უბრალო საშუალებებითაც შესაძლებელია. ასეთია იოდის სპირტხსნარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იოდი ამდენი რამისთვის არის სასარგებლო. ვიცოდი, რომ იოდით ამუშავებენ ჭრილობებს, რომ მტკივან ადგილას კეთდება იოდის ბადე, ასევე ისიც, რომ თუ გინდა განსაზღვრო, გაქვს თუ არა იოდის დეფიციტი, უნდა დააკვირდე, რამდენად სწრაფად ქრება იოდი კანიდან: თუ ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს, არაფერი გამეგონა.
ერთხელ მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე დღით ლაშქრობაში წავედით. გზად საშინელმა წვიმამ მოგვისწრო და გვარიანად გავცივდი. "საველე აფთიაქში" აღმოგვაჩნდა ტაბლეტები მუცლისა და თავის ტკივილისთვის, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი - მეტი არაფერი. არადა, ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ამ დროს ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, ფეხზე გამახდევინა და ქუსლებზე იოდი წამისვა. წავედი დასაძინებლად, დილით კი გაციებისა აღარაფერი მეტყობოდა. ჩემს მეგობარს ვკითხე, საიდან იცოდა, რომ იოდი მიშველიდა. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ომის დროს ამ ნივთიერებას ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად იყენებდნენ. მოგვიანებით ეს მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე დიდი წარმატებით და მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს მარტივი და სანდო წამალი.
გაციების დროს ეს საშუალებებიც გამოგადგებათ:

- აიღეთ 0,5 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მასში გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი. ამის შემდეგ ეს ორი ნაზავი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. მიღებული ნარევით დაიზილეთ ზურგი და გულმკერდი.
ამ მიქსტურის დალევაც შეიძლება: წლამდე ასაკის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 1 წვეთი, გაზავებული 1 სუფრის კოვზი წყლით; ერთი წლიდან კი ერთ ჭიქა წყალში იმდენი წვეთი ჩააწვეთეთ, რამდენი წლისაც არის ბავშვი; მოზრდილებისთვის 1 ჩაის კოვზი მიქსტურა 1 ჭიქა წყალში გააზავეთ. - გრიპის დროს 1 სუფრის კოვზ ჟოლოს წვრილად დაჭრილ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ 1,5 საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.
- ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და თაბარი ოდენობით, შეურიეთ იმავე რაოდენობის წყალი და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ 1,5 საათით დააყენეთ. მიიღეთ 1ჭიქა დღეში სამჯერ.
- ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი თანაბარი ოდენობით, შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლს და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
- მაღალი სიცხის დროს კარგია ვაშლის კომპრესი: ვაშლი გახეხეთ წვრილად, თხლად წაუსვით ორფა დოლბანდს და შუბლზე დაიდეთ.
- ცოტამ თუ იცის, რომ სპირტი არაჩვეულებრივი სიცხის დამწევი საშუალებაა. ავადმყოფს ზურგი და გულმკერდი სპირტით გაუწმინდეთ, მაგრამ საბანი არ დააფაროთ; ეთანოლი სწრაფად აორთქლდება და სხეულის ტემპერატურა დაიწევს.