მრავალჯერ ნაცადი თაფლის მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ

მრავალჯერ ნაცადი თაფლის მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ
ცელულიტი არის გადიდებული ცხიმოვანი უჯრედები რომლებიც მოთავსებულია კანის ქვეშ. იმ ცხიმს, რომელიც წარმოქმნის ცელულიტს ეწოდება ფუნქციური და იგი მოთავსებულია პირდაპირ კანქვეშ. მის გავრცელებაზე „ზრუნავს“ ჰორმონი ესტროგენი. დიეტებით მასზე ვერ იმოქმედებ, მის შემცირებაში დახმარება შეუძლია ლიმფურ სისტემას, იმ შემთხვევაში თუ მას კარგად ავამუშავებთ. ამისთვის კი საჭიროა მასაჟები, ნიღბები, შეფუთვები, ვარჯიში, ყველაფერი რაც აიძულებს ლიმფურ სისტემას ენერგიულად დახარჯოს „ნარჩენები“. ზუსტად ამ ცხიმისგან განთავისუფლდება ორგანიზმი სულ ბოლოს.

მინდა გასწავლოთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ცელულიტს ხალხური მეთოდით.


  • ცელულიტიან კანზე თხლად წაისვით თაფლი, მჭიდროდ მიიჭირეთ ხელისგული და მაშინვე მოიშორეთ. ასე განაგრძეთ, ვიდრე თაფლი არ განაცრისფერდება და ერთ ადგილას არ მოიყრის თავს.


პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. თაფლიანი კანიდან ხელისგულის "აფხრეწისას" ვაკუუმის ეფექტი იქმნება. სწორედ ეს ეფექტი შლის კანქვეშა ცხიმოვან კაფსულებს და კანიდან ცხიმის გამოწოვას უწყობს ხელს. არ შეგეშინდეთ, თუ პროცედურის დროს კანი გაგიწითლდათ, გაგიხურდათ და აგტკივდათ. თაფლის მასაჟი დღეგამოშვებით გაიკეთეთ. მასაჟიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყალი გადაივლოთ, ოღონდ უსაპნოდ. რამდენიმე მასაჟის შემდეგ კანი შეიძლება ოდნავ გაუხეშდეს, არც ამან შეგაშინოთ - როგორც კი მასაჟების კურსს დასსრულებთ, კანი სირბილესა და სინაზეს დაიბრუნებს. მასაჟების კურსის განმავლობაში უნდა იკვებოთ მსუბუქად, უმთავრესად მცენარეული საკვებით. ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ძეხვს, შებოლილ ხორცს. ნურც ტკბილეულსა და შაქარს მიეძალებით. ნუ დანაყდებით ძილის წინ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი