მოიშორეთ საშინელი გამონაყარი და შავი წერტილები სულ რაღაც 15 წუთში

მოიშორეთ საშინელი გამონაყარი და შავი წერტილები სულ რაღაც 15 წუთში
კანი - ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო.

დერმაში მოთავსებულია თმის ფოლიკულები და მათთან დაკავშირებული ცხიმოვანი ჯიკრვლები. სწორედ ეს ჯირკვლები გამოუმუშავებს ნაცხისებრ ნივთიერებას, კანის ცხიმს, რომელიც იცავს კანს ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მავნე ზეგავლენისგან.

ზოგიერთი ადამიანის ცხიმოვანი ჯირკვლები, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით კანის ქონს, რასაც საშინელი გამონაყრის, შავი წერტილების და სხვა მსგავსი უსიამოვნო პრობლემების გაჩენამდე მივყავართ.

იმისათვის, რომ გადაჭრათ კანთან დაკავშირებული ეს პრობლემები, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე მარტივ მეთოდს. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია ამ მეთოდების შესახებ დეტალურად გიამბობთ.

1. საკვები სოდა
უბრალოდ შეურიეთ 2 ჩაის კოვზი საკვები სოდა იმ რაოდენობით წყალთან, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტა. მიღებული საშუალება წაისვით კანის დაზიანებულ ნაწილზე, მოითმინეთ სანამ ის ბოლომდე არ შეგაშრებათ და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. მიმართეთ ამ პროცედურას კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ.

2. დარიჩინი
შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, ამავე რაოდენობით ლიმონის წვენი და 1 მწიკვი კურკუმის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. შვრია
შვრიის ფანტელები არა მხოლოდ არაჩვეულებრივი საუზმე, არამედ კანის მოსავლელი გასაოცარი საშუალებაა. შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი თაფლი, 4 პომიდვრისგან გამოწურული წვენი და იმ რაოდენობით შვრიის ფანტელები, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ამ პროცედურას შეგიზლიათ მიმართოთ ყოველდღიურად განუსაზღვრელი ვადით.

4. ლიმონის წვენი
შეურიეთ ერთმანეთში რამდენიმე წვეთი თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი და მცირეოდენი შაქარი. მოურიეთ კარგად და მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე. 10 წუთის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

5. თაფლი
სუფთა, ნატურალური თაფლი წაისვით სახის კანზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 10 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. მიმართეთ ამ პროცედურას ყოველდღიურად განუსაზღრელი ვადით.

[media=https://youtu.be/zfsX5uWN1nQ]

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!