როგორი ხასიათი აქვს ადამიანს: გიამბობთ პომადა

როგორი ხასიათი აქვს ადამიანს: გიამბობთ პომადა
ყიდვის დროს ყველა პომადას იდეალური ფორმა აქვს, მაგრამ ქალი რაც უფრო დიდხანს იყენებს პომადას, მისი თავი მით უფრო იცვლება. სწორედ ამ ფორმას შეუძლია პომადის მეპატრონეზე ბევრი საინტერესო რამ გვიამბობს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, გაშიფროთ ქალის ხასიათი პომადის თავის ფორმის მიხედვით. 

  1. მახვილი ფანქარი

    გოგონა საკუთარ თავში დარწმუნებულია. ვერ იტანს კრიტიკას. მას ყოველთვის თაყვანისმცემლები ახვევია, რადგან შეუძლია იყოს ეფექტური. მასთან კამათი უსარგებლია, ყოველთვის დარწმუნებულია რომ მართალია. საკუთარი ინტერესებს პირველ ადგილზეა. 


  2. ცალ მხარეს წამახვილებული 

    პირდაპირი და გულახდილი ადამიანი. არ უყვარს საქმის ჩახლართვა, ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ასეთი გოგოებს ადამიანები თავიანთ საიდუმლოს ანდობენ, რადგან იციან რომ მათგან ამბავი არ გამოჟონავს. 


  3. ფორმა ყიდვის შემდეგ არ შეცვლილა

    ქალის ხასიათის გამოცნობა ამ შემთხვევაში მარტივია, მას უბრალოდ გეგმის მიხედვით ცხოვრება უყვარს. თავის დღის გეგმას მიჰყვება, ვერ იტანს ქაოსს და მოუწესრიგებლობას. მის სახლში იდეალური წესრიგია ისევე როგორც პირად ცხოვრებაში. თავის პრობლემებზე არასდროს საუბრობს. 


  4. მრგვალი ფორმა მახვილი წვერის გარეშე

    გასაოცრად შრომისმოყვარე პიროვნება. მათ ენერგია არასდროს უმთავრდებათ. შეუძლიათ მოიფიქრონ და განახორციელონ ათასობით იდეა. გამოირჩევიან კულინარიული შესაძლებლობით. ჩვეულებრივ კეთილი და მზრუნველი დედაა. 


  5. წვერი, როგორც ნემსი

    მათ ქარიშხალი მოაქვს, მათ შემდეგ "ყველაფერი თავდაყირაა". უბრალოდ არ იციან როგორც იცხოვრონ მშვიდად. უყვართ კამათი, დასახულ მიზანს წინ უსწრებს. თუ ასეთმა ქალმა რამე ჩაიფიქრა, მისი გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია. მათი ცნობა ხალხში ძალიან მარტივია, ყოველთვის მოახერხებენ გამორჩევას. 


  6. მოჭრილი გვერდები

    ცოცხალი და ინტელიგენტი ქალი. უყვარს კითხვა და განათლების მიღების შანსს ხელიდან არ გაუშვებს. კარიერაში წარმატებას აღწევენ, კარგი საქმიანი ფხა აქვთ. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას ადვილად ნახულობენ. 


  7. ასიმეტრიული

    თუ პომადას ზუსტი ხაზი არ აქვს ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეუძლებელია. ხშირად, ისინი არიან მსახიობები, რომელთაც ნებისმიერ სიტუაციაზე მორგება შეუძლიათ. თავის ნამდვილ პიროვნებას კი კარგად მალავენ. შეუძლიათ ერთ წამში გაბრაზება ბედნიერებით ჩაანაცვლონ. 


  8. დაქანებული ორივე მხრიდან 

    ასეთი გოგოები ყოველთვის მომღიმარი და კეთილმოსურნეები არიან. მათ უყვართ რომანტიკა და ხშირად საკუთარ ოცნებებსა და ფანტაზიებში დაქრიან. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და ნებისმიერი კომპანიის სული და გული არიან.