ტესტი: აირჩიეთ ჯადოსნური მანდალა და წაიკითხეთ თქვენი დღის შეტყობინება

ტესტი: აირჩიეთ ჯადოსნური მანდალა და წაიკითხეთ თქვენი დღის შეტყობინება
მანდალა სპეციალური მაგიური გამოსახულებაა, რომელიც ბუდისტური და ინდუისტური პრაქტიკიდან გვხვდება. თითოეულ მანდალას თავისი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა კვლევების თანახმად, მსგავს წრეს ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოსახავდნენ. დღეს მანდალა ფსიქოლოგების ინტერესის საგანია. ითვლება, რომ ზოგიერთ მანდალას შეუძლია არა მხოლოდ ადამიანის ხასიათზე რაღაცის თქმა, არამედ მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. 

FPAPARAZZI-ის რედაქცია სრულად უჩვეულო და საინტერესო ტესტს გთავაზობთ, სადაც უნდა აირჩიოთ მანდალა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. არჩევანის გაკეთების შემდეგ გაიგეთ, თუ რა შეტყობინება იმალება მასში. ასევე არჩეული მანდალა თქვენს ხასიათზე დადებითად იმოქმედებს. 

არჩევანის გაკეთებამდე, ღრმად ჩაისუნთქეთ, კარგად დააკვირდით მოცემულ მანდალებს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დაიმახსოვრეთ ნომერი და წაიკითხეთ შეტყობინება. 



ტესტის შედეგები:


  1. თუ აირჩიეთ მანდალა 1

    მნიშვნელობა:
    ეს მანდალა ემსახურება თანმიმდევრულობას და სამყაროში მომხდარი შემთხვევის შინაგანი კავშირის არსებობას. ამ მანდალაზე შეგიძლიათ რამდენიმე პლანეტა დაინახოთ, რომელიც სულიერი ცენტრის გარშემო მოძრაობენ. თითოეული პლანეტის ტრაექტორია უნიკალურია და თითოეულს საკუთარი მიზანი და მიზეზი აქვს. 

    რჩევა თქვენთვის:
    დედამიწაზე ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და ურთიერთობა, რომელიც შემთხვევითი გგონიათ, ასეთი სულაც არაა. ასე რომ ადამიანების თქვენთან ურთიერთქმედებას შეიძლება ამჟამინდელი მდგომარეობის სარკისებრი ანარეკლი ვუწოდოთ. 

    შეტყობინება თქვენთვის:
    არ შეგეშინდეთ, ახლა ყველაფერი თავ თავის ადგილზეა. სცადეთ გულის გახსნა და წინ მოძრაობა, რადგან თქვენი მოძრაობის ტრაექტორია უნიკალურია. 



  2. თუ აირჩიეთ მანდალა 2

    მნიშვნელობა:
    ამ მანდალას მთავარი იდეა - გულახდილობის ძალა. ადამიანი გასცემს და იღებს სიყვარულს. გულის ცენტრის მთავარი სიმბოლოა ანაჰატა - ლოტუსი. ამ ყვავილის ფოთოლი წარმოადგენს გულის ხარისხის სიმბოლოს, კერძოდ: მხიარულების და პატიების უნარი, სიკეთის გამოხატვისა და მოთმინების უნარი, ასევე სიყვარული, ჰარმონია, სიცხადე, თანაგრძნობის გამოხატვა, სიწმინდე, გადახედვა და ნეტარება. 

    რჩევა თქვენთვის:
    ზოგიერთი ბრძენის თანახმად, ცხოვრების არსი მსახურებაში მდგომარეობს. გაეცით სიყვარული და ზრუნვა და სამყაროდან კიდევ უფრო მეტ სიყვარულს და ზრუნვას მიიღებთ. 

    შეტყობინება თქვენთვის:
    სცადეთ თქვენი გულის კარი გააღოთ, გაეცით წვრილმანი რამ, როგორიცაა ღიმილი გამვლელს, შექება თანამშრომელს, მხარდაჭერა საყვარელ ადამიანს. კეთილი საქმის კეთებით შეამჩნევთ, რომ სამყარო უფრო მეტი სიკეთით გიპასუხებთ. 



  3. თუ აირჩიეთ მანდალა 3 

    მნიშვნელობა:
    ეს მანდალა განთიადის მზის სიმბოლოა. გამოსახულება სიცოცხლის დაბადების ძლიერ ენერგიას წარმოადგენს. მზე ყველაზე ნათელი სახეა სიცხადის, აქტიურობის, მჩქეფარე ენერგიის, რომელიც გულისხმობს აქტიურ მოქმედებას ან მარტივად რომ ვთქვათ "ხარის რქებით დაჭერის" უნარს.

    რჩევა თქვენთვის 
    იყავით აქტიური და გულახდილი ურთიერთობაში. იყავით გულწრფელები. ახლა საუკეთესო დროა გააკეთოთ და თქვათ ის, რასაც გრძნობთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ. 

    შეტყობინება თქვენთვის:
    თუ ეს მანდალა აირჩიეთ, გაქვთ უნარი გახდეთ წარმატებული, განსაკუთრებით საკუთარ წამოწყებაში. ეს მანდალა იმის ნიშანია, რომ დროა საქმეს ხელი მოჰკიდოთ. 



  4. თუ აირჩიეთ მანდალა 4 

    მნიშვნელობა:
    ეს მანდალა "ცხოვრების ძალას" ნიშნავს. მანდალას ცენტრში შეიძლება შეამჩნიოთ კვირტი, რომელიც სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა. ყურადღება მიაქციეთ მანდალას შიდა წრეს - აქ გამოსახულია ვერცხლის თესლი. თქვენი არჩევანი მიგითითებთ რომ საუკეთესო დროა დაგეგმისთვის. ეს შეიძლება ეხებოდეს პროფესიონალურ პროექტს, ან დაგეგმვას ოჯახში. 

    რჩევა თქვენთვის:
    სცადეთ უფრო მეტი დრო ოჯახს დაუთმოთ. ახლა თქვენი ენერგეტიკული რესურსის მთავარ ძალას სწორედ ოჯახი წარმოადგენს. 

    შეტყობინება:
    თქვენი ბევრი ენერგია გაქვთ, მაგრამ საჭიროა მათი სწორად გამოყენება ისწავლოთ. დაფიქრდით პრიორიტეტებზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ოცნებისკენ სწრაფვა. 



  5. თუ აირჩიეთ მანდალა 5 

    მნიშვნელობა:
    ამ მანდალას სახელია "სინათლის ტრიუმფი" და სამყაროს ყოვლისშემძლე სილამაზის სიმბოლოა. ის ამბობს რომ არ არსებობს უფრო ყოვლისშემძლე ძალა, ვიდრე სილამაზე და ცხოვრება ძალადობის გარეშე. 

    რჩევა თქვენთვის:
    საკუთარ თავს სხვებს ნუ ადარებთ და ნუ ცდილობთ ვინმეს გასწრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში წააგებთ. იყავით ისეთი როგორიც ხართ. გიყვარდეთ ადამიანები და ეს სამყარო. 

    შეტყობინება თქვენთვის:
    როგორ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, თუ გსურთ გამარჯვება, შეწყვიტეთ ბრძოლა. 



  6. თუ აირჩიეთ მანდალა 6

    მნიშვნელობა:
    ამ მანდალას მთავარი აზრი ისაა, რომ სიუხვე არაა მატერიალური ფაქტი, ეს მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ ტიბეტურ ბუდიზმში სიმრავლის თასი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ამ თასიდან რაც არ უნდა ბევრი ძვირფასი ნივთი აიღოთ, მაინც ყოველთვის სავსე იქნება. ამ შემთხვევაში ძვირფასი ნივთები არაა მატერიალური, არამედ ესაა ჯანმრთელობის, სამყაროსთან ჰარმონიის და სიყვარულის სიმბოლო. თასის გარშემო დეტალები, რომელიც შიდა წრეზე შეგიძლიათ იხილოთ, სიმრავლის მიღწევის სიმბოლოა, მხოლოდ მაღალი ძალის კანონით. 

    რჩევა თქვენთვის:
    იყავით გულუხვი, რადგან რაც უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. 

    შეტყობინება თქვენთვის:
    საწყისი ხაზი მდებარეობს იქ, სადაც არ არსებობს ზღვარი, მაგრამ ზებუნებრივი ძალის უსაზღვრო რესურსის გააზრება არსებობს.