ტესტი: აირჩიეთ სიმბოლო და მიიღეთ თქვენი ფსიქოლოგიური შეტყობინება!
ეს ტესტი თქვენი გონების საიდუმლოებას გამოავლენს. ხშირად თავად არ ვიცით ჩვენი პრობლემების შესახებ, ასევე თუ რა არის ჩვენთვის კარგი ან ცუდი გადაწყვეტილება. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, აირჩიეთ კარტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ შეტყობინება. შეიძლება პირდაპირი შეტყობინება ვერ იპოვოთ, ან შესაძლოა, საჭიროა ცოტა დრო, რომ შეტყობინება სწორად იქნას გაგებული.
ღრმად ჩაისუნთქეთ და აირჩიეთ ერთი კარტი:
ღრმად ჩაისუნთქეთ და აირჩიეთ ერთი კარტი:
- დროა სერიოზულად აიღოთ პასუხისმგებლობა სიტუაციაზე, რომელიც როგორც იცით კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება. მაგ.: თქვენი ფინანსები, თქვენი კვების წესი, მხარჯველობითი ჩვევები, ურთიერთობები -ძირითიდად ნებისმიერი სფერო, სადაც თვითდისციპლინა დარღვეულია. თქვენ ან მოტივირებული ხართ, ან არა. იყავით გულწრფელნი საკუთარი თავის მიმართ. მოიკრიბეთ ყურადღება, მოტივაცია და განზრახვა. ვერსად გაიქცევით, როცა საქმე თვითცნობიერებას და პასუხისმგებლობას ეხება. თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ, როცა საკუთარ ქცევებს და მიზნებს შეისწავლით.
- დღეს ციდან ნიშანი გაქვთ, რომ ჯგუფურ საქმიანობაში ჩაებათ. როცა ჯგუფის ცნობიერებაში ხვდებით, შეგიძლიათ თქვენი ნიჭი ბოლომდე გამოავლინოთ როგორც საკუთარი, ასევე გუნდის სასარგებლოდ. თქვენი სიკაშკაშე და სიბრძნე ამ დროს აუცილებელია. არ ელოდოთ რომ ხელსაყრელი შემთხვევა მუხლებში ჩაგივარდებათ. წამოდექით, გამოიჩინეთ აქტივობა და დაეხმარეთ თქვენს ახლობლებს აზრების მოკრებაში.
- მზად ხართ ბოლო დაბრკოლების დასაძლევად, სანამ ფინიშს მიაღწევთ? თქვენ უკვე ყველაფერი გადალახეთ და თან კარგად, მაგრამ დარჩა კიდევ ერთი დავალება. ცოტა ხნით შესვენება აიღეთ, აუცილებლად დაისვენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.