ამ წყვილის ბავშვები მსოფლიში ყველაზე ლამაზებად აღიარეს

ამ წყვილის ბავშვები მსოფლიში  ყველაზე ლამაზებად აღიარეს
კლემენტსოვის ოჯახი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ბუნებამ მშობლები და ბავშვები გასაოცარი სილამაზით დააჯილდოვა. ზუსტად 7 წლის წინ, 2010 წლის 7 ივლის ტყუპი და, ავა მარი და ანი როუზი, დაიბადა. როცა გოგოებს 6 თვე შეუსრულდათ, ლამაზი ბავშვების გადასაღებად სამოდელო სააგენტოდან შემოთავაზებები უკვე მიიღეს. თუმცა ტყუპის დედა, ჯაკი მზად არ იყო რომ მისი გოგოები მოდელები გამხდარიყვნენ. საოჯახო საქმეები იმდენად ბევრი იყო, ამისთვის არავის ცხელოდა.





დრო გადიოდა, გოგოები კი თვალსა და ხელს შუა იფურჩქნებოდნენ. როცა 7 წელი შეუსრულდათ, ჯაკი დაფიქრდა რომ 07. 07. 2017 თარიღში რაღაც სიმბოლურია. მან გოგოების სურათი ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა. 2 თვეში გოგოები ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ. ამჯერად დედა სამოდელო სააგენტოს დიდად არ შეეწინააღმდეგა და დათანხმდა რომ გოგოებს გლამურული ჟურნალისთვის ეპოზიორათ და სამოდელო ჩვენებებში მიეღოთ მონაწილეობა. 







ანიმ და მარიმ ცხოვრებაში ეს ცვლილება როგორც საინტერესო თავგადასავალი ისე აღიქვეს. გადაღებები - მათთვის მხიარული თამაშია. გარდა ამისა, გოგოები სწავლასაც ასწრებენ და ცეკვით და ცურვით არიან დაკავებულნი. გოგოებს უფროსი ძმა ჰყავთ, რომელსაც დები ძალიან უყვარს და ეხმარება მათ სწავლასა თუ საოჯახო საქმეებში. სურათებში ჩანს რომ ბავშვებს სახის მსგავსი ნაკვთები აქვთ. ეს უნაკლო სილამაზე არც თუ ნაკლებად ლამაზი მშობლებისგან ხვდათ წილად. 



ამ წყვილის ბავშვები მსოფლიში  ყველაზე ლამაზებად აღიარეს