რებეკა მარინი - მოდელი ბიონიკური ხელით, რომელმაც პოდიუმი დაიპყრო
28 წლის რებეკა მარინი (Rebekah Marine) ნიუ-ჯერსიდან დაიბადა მარჯვენა ხელის კიდურის გარეშე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ქალბატონს სამოდელო კარიერამდე წარმოუდგენლად დიდი და რთული გზა აშორებდა. მიუხედავად ამ ნაკლისა, რებეკამ მიიღო მონაწილეობა 13 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მოდის კვირეულის ჩვენებაზე
მიუხედავად ამ ნაკლისა რებეკას ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია და ყოველთვის შეუპოვრად იბრძოდა საკუთარი ოცნების განსახორციელებლად.
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გოგონა მოდელობაზე ოცნებობდა, თუმცა თავისი ნაკლი მას მწვერვალების დაპყრობის საშუალებას არ აძლევდა.
ყველაზე მტკივნეული რებეკას ცხოვრებაში იყო ის მომენტი, როდესაც მან მიიღო მონაწილეობა ქასთინგში, თუმცა სამოდელო სააგენტოს დირექტორმა იგი უარით გაისტუმრა და უთხრა, რომ მას სამოდელო კარიერაში მომავალი არ ჰქონდა.
ამ ფაქტმა ქალბატონზე იმდენად იმოქმედა, რომ მან საკუთარ თავში რწმენა დაკარგა.
სკოლაში სწავლის დროს რებეკა ხმარობდა მექანიკურ პროტეზს, რაც ძალცედ არაკომფორტული და მოუხერხებელია.
თუმცა როდესაც რებეკამ მიიღო ბიონიკური პროტეზი, ის გაცილებით უფრო თავდაჯერებული გახდა და გადაწყვიტა კვლავ ეცადა ბედი სამოდელო კარიერაში.