თუ გსურთ მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივზე ხანმოკლე და უმტკივნეუ იყოს, გაითვალისწინეთ ეს 6 რჩევა.

თუ გსურთ მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივზე ხანმოკლე და უმტკივნეუ იყოს, გაითვალისწინეთ ეს 6 რჩევა.
მენსტრუალური ციკლი მათვის ვინც არ იცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, შესაძლოა ზედმეტად ხანგრძლივი და მტკივნეული იყოს. არ მეგულება ქალი რომელსაც არ სურდეს ამ პერიოდის უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარება. ამიტომ FPAPARAZZI-ს რედაქციამ მოგიმზადათ 6 რჩევა რაც ვიმედოვნებთ დაგეხმარებათ თქვენი ციკლის ნორმალიზებაში, მეტიც უმტკივნეულოდ და უფრო სწრაფად დასრულებაში.

  1. ჩაიტარეთ მუცლის მასაჟი თბილი ზეთით. ეს პროცესი დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებაში და მუცლის შებერილობის მოხსნაში. მუცლის კუნთების მასაჟი ადუნებს საშვილოსნოს შეკუმშვას და გამოდევნის სისხლს, ამიტომ თქვენი პერიოდი საკმაოდ მალე მორჩება. საკუკეთესო მეთოდი ამ პროცესის ჩასატარებლად არის — შეურიეთ 2 ჩ/კ ლავანდის ზეთი და 2 ჩ/კ სალბი, შემდეგ კი დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ნუშის ზეთი. დაწექით ზურგზე და ნაზად დაიმასაჟეთ მუცლისა და მენჯის არე, დღეში რამოდენიმეჯერ.




  2. მენსტრუალური პერიოდის დროს საკვებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველია თქვენს რაციონში შედიოდეს გოგრა, პაპაია, ატამი, ჭერამი, ისპანახი, სტაფილო, წითელი ხორცი და კურკუმა. კონკრეტულად მათ შეუძლიათ შეათბონ თქვენი სხეული, რათა უფრო დაჩქარდეს თქვენი ციკლის პერიოდი. ჩაი მალინით, გვირილით და როზმარინით ასევე დაგეხმარებათ დაასრულოთ ციკლი ჩვეულებრივზე ადრე.




  3. ვარჯიშები დაგეხმარებათ მოადუნოთ საშვილოსნოს კუნთები, რაც თავისმხრივ შეამცირებს ციკლის პერიოდს. ეს პროცესი არეგულირებს თქვენს ჰორმონებს და ამცირებს პრემენსტრუალურ სიმპტომებს, ისეთებს როგორებიცაა უხასიათობა და მუცლის შებერილობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - თქვენი წონა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს თუ რამდენად რთული ფორმით და ხანგრძლივობით იქნება თქვენი ციკლი. თუ თქვენ ჭარბი წონა გაწუხებთ, ეს პერიოდი თქვენთვის სავარაუდოდ უფრო მძიმე, მტკივნეული და ხანგრძლივი იქნება. თუ თქვენ ასაკის და სიმაღის გათვალისწინებით ნორმალური წონა გაქვთ ციკლიც შესაბამისად უფრო მსუბუქი, მართვადი და ნაკლებად მტკივნეული ინქება, ასევე ხანმოკლეც. სწორედ ამიტომ ყველასთვის მნიშვნელოვანია გააკონტროლოს წონა.




  4. პროდუქტები რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით სალიციტებს, სანელებლები, თხილი და ხილის უმრავლესობა, კონკრეტულად კი ხმელი ნაყოფი. სალიციტები ბლოკავენ ვიტამინ K-ს და ათხელებენ სისხლს, აჩქარებენ სისხლის მიმოქცევას. ფორთოხალი, ქიშმიში, მარწყვი, მანდარინი, ქლიავი, ალუბალი, ყურძენი, მოცვი, შტოში, თაფლი, ვაშლის სიდრი (ძმარი), საღეჭი რეზინი, დარიჩინი, ღვინო, კოჭა, ბექონდარა, პიტნას, კურკუმა - საუკეთესო საშუალებებია თქვენი ციკლის დასრულების დასაჩქარებლად.




  5. C ვიტამინის შემცველი პროდუქტები ასევე შეამცირებენ პროგრესტერონის დონეს თქვენს ორგანიზმში და დაგეხმარებათ ციკლის ჩვეულებრივზე ადრე დასრულებაში. C ვიტამინი გეხმარებათ ჰემოგლობინის რეგულირებაში და აგარიდებთ ანემია. პაპაია, ტკბილი წიწაკა, ანანასი და ფორთოხალი - ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა.




  6. კიდევ ერთი რჩევა. ტამპონები სისხლდენის თავიდან არიდებით თქვენს პერიოდს ახანგრძლივებს. საფენები კი სისხლს საშუალებას აძლევს გამოედინოს ბუნებრივი გზით, რაც ხელს უწყობს თქვენი მენსტრუალური ციკლის დროულად დასრულებას.