თუ საუზმეს ამ სასმელით ჩაანაცვლებთ, ცხიმი მუცლიდან და გვერდებიდან ძალიან მალე გაქრება.

თუ საუზმეს ამ სასმელით ჩაანაცვლებთ, ცხიმი მუცლიდან და გვერდებიდან ძალიან მალე გაქრება.
კეფირი - პროდუქტი, რომელიც ყველაზე ეფექტური დიეტებისა და გასახდომი სისტემების განუყოფელი ნაწილია. რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ პროდუქტში? კეფირის დახმარებით ნებისმიერი დიეტის ხანგრძლივობის შემცირებაა შესაძლებელი. გარდა წონის კლების პროცესის სტიმულირებისა, ამ სასარგებლო პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.



კეფირის სარგებელი:

1. რძისგან განსხვავებით, კეფირს გაცილებით ადვილად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, თანაც ის შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით ცილებს, მინერალებსა და ვიტამინებს.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების დროს მოცემული პროდუქტი მოქმედებს ძლიერი ანტისეპტიკის სახით, რომელიც ანეიტრალებს მავნე გარემოს.



3. ეს სასმელი არაჩვეულებრივია მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.



4. კეფირი შეიცავს 12 ვიტამინის ნაკრებს, რომელთა შორისაა A, B და D ვიტამინები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო ფეხმძიმე ქალბატონებისთვისაა, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.

5. კეფირი საოცრად სასარგებლოა სპორტსმენი მამაკაცებისთვისაც. რძის შრატში შემავალი ცილები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას.



კეფირის სასმელი წონის დასაკლებლად

ჭარბი წონისგან გასათავისუფლებლად დიეტოლოგები საკმაოდ ხშირად ურჩევენ საკუთარ პაციენტებს კვების რაციონში კეფირის ჩამატებას. სწრაფი შედეგის მისაღებად და წონის კლების პროცესის სტიმულირებისთვის რეკომენდებულია საუზმის ''მწვანე კოქტეილით'' ჩანაცვლება, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით.



ინგრედიენტები:

  • 300 მლ უცხიმო კეფირი;
  • 3 ღერი ოხრახუში;
  • 3 ღერი კამა;
  • 3 ღერი ქინძი;
  • 1 კიტრი;
  • 1 მწიკვი მარილი (სურვილისამებრ);
  • 1 მწიკვი შავი პილპიკი (სურვილისამებრ).



მომზადების წესი:

  1. მწვანილები კარგად გარეცხეთ და შემდეგ დააქუცმაცეთ კიტრთან ერთად.
  2. დაჭრილი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით მხოლოდ 150 მლ კეფირი. კარგად გადაურიეთ.
  3. მიღებულ მწვანე შეფერილობის მქონე მასაში ჩაამატეთ მეორე ნახევარი კეფირი და კვლავ ათქვიფეთ.
  4. მზა სასმელს მოაყარეთ მოცემული რაოდენობით მარილი და პილპილი.



კეფირის ამ კოქტეილით ჩაანაცვლეთ საუზმე ან ვახშამი და ხანმოკლე დროში თავად შენიშნავთ, თუ როგორ ქრება ზედმეტი კილოგრამები. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!